რონალდუმ მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ საკუთარი აზრი დააფიქსირა.
„მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრი ნაკრებია, რომელთაგანაც შეიძლება ველოდოთ გამარჯვებას: საფრანგეთი, იტალია, გერმანია, არგენტინა. თუმცა, მე ტურნირის ფავორიტად ბრაზილიისა და ესპანეთის ნაკრებებს ვთვლი. ბრაზილიის მოედნებზე მსოფლიოს ჩემპიონატის თამაში უდიდესი გამოცდილებაა. იმედი მაქვს, ნაკრებთან ერთად მაქსიმალურად შორეულ ეტაპზე გავალ. შეგვიძლია თუ არა ფინალში გასვლა? მატჩიდან მატჩამდე ვითამაშებთ, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია“, – რონალდუს სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიას G ჯგუფში მეტოქეებად გერმანიის, განისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები ჰყავს.
გეტყვით იმასაც, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 33 დღე დარჩა.