რუნი რონალდუს ემხრობა
“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი თვლის, რომ მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ დღესდღეობით უფრო ძლიერია, ვიდრე “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი და “ოქროს ბურთიც” სწორედ პორტუგალიელმა ფეხბურთელმა უნდა მიიღოს.
“ვფიქრობ, რომ “ოქროს ბურთს” კვლავ რონალდუ მიიღებს. კრიშტიანუმ ბოლო ორი-სამი წელიწადი შესანიშნავად განვლო და მგონია, რომ იგი მესის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში აჯობებს. რთული იქნება, ამ ჯილდოს მოპოვებაში მას ვინმე შეეცილოს”, – განაცხადა რუნიმ “მანჩესტერ იუნაიტედის” სატელევიზიო ეთერში.
შეგახსენებთ, რომ უეინ რუნი ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანია. ასე რომ, რონალდუს მისგან ერთი ხმა გარანტირებული აქვს.
“ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2015 წლის 12 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.