სადიო მანე კლოპზე ნაწყენია და “ლივერპულიდან” წასვლაზე ფიქრობს
“ფრანს ფუტბოლის” ცნობით, “ლივერპულის” თავდამსხმელი სადიო მანე გუნდის მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპზე ნაწყენია და შესაძლოა, სენეგალელმა “ენფილდი” დატოვოს კიდეც.
წყაროს თანახმად, მანე კლოპზე მას შემდეგ განაწყენდა, რაც გერმანელი სპეციალისტი “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში ვირჯილ ვან დეიკს გამოექომაგა. მაშინ კლოპმა თქვა:
“თუ მთლიანი სეზონის მიხედვით ვიმსჯელებთ, ვერ გავიხსენებ მცველის მიერ ნაჩვენებ იმაზე უფრო შთამბეჭდავ თამაშს, რაც ვირჯილმა გვანახა. სამართლიანი იქნებოდა, “ოქროს ბურთი” მას რომ მოეგო”.
ფრანგული წყაროს ცნობით, ამ სიტყვებმა სადიო მანეს განაწყენება გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ სენეგალელმა ფეხბურთელმა განვლილი სეზონი საკმაოდ შთამბეჭდავად განვლო და “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში ლიონელ მესის, ვან დეიკისა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მეოთხე ადგილი დაიკავა. ამ უთანხმოების გამო სადიო მანეს “ენფილდიდან” აბარგება სურს. 28 წლის ფეხბურთელის დამატების უმთავრეს პრეტენდენტად კი მადრიდის “რეალი” სახელდება, რომელიც აღნიშნული ტრანსფერისთვის 150 მილიონ ევროს ამზადებს.