სანდრო ბაზაძე: “თამამად ვიტყვი, რომ ეს ოლიმპიური თამაშები მე მეკუთვნოდა”
მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საკუთარი გამოსვლიდან ორი დღის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
როგორც იცით, ოლიმპიადაზე სანდრო, მისი მწვრთნელი და გულშემატკივრები უკმაყოფილოები იყვნენ მსაჯობით. ქართველი სპორტსმენი მიიჩნევს, რომ ეს ოლიმპიური თამაშები მას წაართვეს.
“მე დავბრუნდები, თქვე უნამუსოებო… პირველ რიგში, უღრმესი მადლობა თითოეულ ქართველს ასეთი მხარდაჭერისთვის!!! თქვენ მე გამაძლიერეთ და მომეცით ძალა, რომ ყურები არ ჩამომეყარა და ამას არასდროს ვიზამ! მე ვარ ქართველი მებრძოლი და ჩვენ ბრძოლაში ვიგებთ.
სულ უსამართლობა და დაბრკოლებები მქონდა კარიერაში და მე თამამად ვიტყვი, რომ ეს ოლიმპიური თამაშები მე მეკუთვნოდა. ეს ყველამ კარგად იცის და დაინახა. მიყვარხარ, საქართველო. მიყვარხართ ქართველებო და მადლობა დიდი. მე ძალიან მალე დავბრუნდები!” – წერს ბაზაძე Facebook-ში.