სატრანსფერო ნიუსები
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა, უკვე 9 დღეა, რაც გახსნილია და გუნდები აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ერთმანეთთან.
განხორციელდა რამდენიმე საინტერესო ტრანსფერიც. მაგალითად, დავიდ ვილა “ატლეტიკოდან” წავიდა, დავიდ ლუიზი “პარის სენტ ჟერმენში” გადავიდა, ალექსი “მილანმა” მიიწვია და ა.შ.
გთავაზობთ, ტრანსფერებს, რომლებიც შესაძოა განხორციელდეს მომავალი სამი თვის განმავლობაში
“მანჩესტერმა” მოლაპარაკებები განაახლა
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველთან, სამი ხედირასთან, “მანჩესტერ იუნაიტედმა” მოლაპარაკებები განაახლა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მიმდინარეობდა ორ მხარეს შორის კონტრაქტის პირობებზე მოლაპარაკებები, თუმცა შეუთანხმებლობის გამო ის მყისვე შეწყდა. ახლა, კი ცნობილი ხდება, რომ “იუნაიტედი” კვლავ ცდილობს, ხედირას ტრანსფერის განხორციელებას.
ნეგრედო “ატლეტიკოში”?
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, ალვარო ნეგრედო, მადრიდის “ატლეტიკოში” ვიხილოთ. ესპანელი ფორვარდი, გასული სეზონის წინ “სევილიადან” “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა და საკმაოდ კარგადაც ათამაშდა, თუმცა სეზონის მეორე ნახევარი მან ჩააგდო. ეს ყველაფერი ეროვნულ ნაკრებზეც აისახა, ვისენტე დელ ბოსკემ ის, მუნდიალის მიღმა დატოვა. ასე რომ არ არის გამორიცხული, ცუდ ფორმაში მყოფი ნეგრედო, “სიტიმ” “ატლეტიკოს” დაუთმოს.
“არსენალის” მთავარი სამიზნე
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლონდონის “არსენალის” მთავარი სამიზნე, ეზეკილ ლავეცი იქნება. უცხოური გამოცემები იტყობინებიან, რომ არსენ ვენგერი, მოლაპარაკებებს აწარმოებს “პარის სენტ ჟერმენთან” არგენტინელი ფორვარდის თაობაზე. არაა გამორიცხული, ლავეცი დათანხმდეს ლონდონში გადასვლას, რადგან ის არც თუ ისე კარგად ასპარეზობს საფრანგეთში.
ვერმაელენი 12 მილიონად
ლონდონის “არსენალი” ტომას ვერმაელენის სანაცვლოდ 12 მილიონ ფუნტს ითხოვს. უკვე, რამდენიმე კვირაა, რაც ბელგიელი მცველი ტრანსფერზეა დაყენებული და “მეთოფეები” შეთავაზებებს ელიან. უკვე ერთი კლუბი გამოჩნდა, რომელსაც სურს ვერმაელენის შეძენა – ეს “მანჩესტერ იუნაიტედია”, რომელსაც ცენტრალური მცველები ესაჭიროება. ჯერ-ჯერობით, უცნობია გადაიხდის თუ არა ამხელა თანხას, “იუნაიტედი” “არსენალის” მცველის სანაცვლოდ.
“მანჩესტერი” იანუზაის არ გაუშვებს
“მანჩესტერ იუნაიტედი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ადნან იანუზაის გაშვებას არ აპირებს. ბრიტანული პრესის თანახმად, “იუნაიტედს” რამდენიმე კლუბმა მიმართა, ბელგიელის ტრანსფერის თაობაზე, მათ კი ყველას უარი შეუთვალეს. იმ კლუბებს შორის, რომლებსაც იანუზაის ყიდვა სურთ, ერთ-ერთი მადრიდის “რეალია”.
“ტოტენჰემს” მორენო სურს
“ტოტენჰემ ჰოტსპური”, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ალბერტო მორენოს ყიდვას შეეცდება. ლონდონური გამოცემები იტყობინებიან, რომ ბრიტანელები “სევილიას” 14 მილიონ ევროსთან ერთად რობერტო სოლდადოსაც მისცემენ. ესპანელი ფორვარდი უკვე ერთ წელია, რაც ინგლისში ასპარეზობს, თუმცა მისი ბრიტანული კარიერა კრახით დასრულდა.
“სიტი” იოვეტიჩს არ უშვებს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სტივენ იოვეტიჩი “მანჩესტერ სიტიში” დარჩება. ამ ინფორმაციას თავად, მანუელ პელეგრინი ავრცელებს. ესპანელ სპეციალისტს არ სურს, რომ იოვეტიჩმა მისი გუნდი დატოვოს. მიუხედავად იმისა, რომ “სიტის” 4 ფორვარდი ჰყავს, პელეგრინი არცერთის გაშვებას არ გეგმავს.
“ჩელსიმ” ლუკაკუს სატრანსფერო თანხა დაასახელა
გუშინ, ლონდონის “ჩელსის” წარმომადგენლებმა, რომელუ ლუკაკუს სატრანსფერო თანხა დაასახელეს. ცოტა არ იყოს, “არისტოკრატები” ბევრს ითხოვენ, ბელგიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ – 32 მილიონი ფუნტი. ცხადია, რომ ამხელა თანხას, არცერთი გუნდი არ გადაიხდის ლუკაკუს სანაცვლოდ.
ლესკოტი “ჰალ სიტიში”
ზაფხულში, ჯოლეონ ლესკოტი შესაძლოა, “ჰალ სიტიში” აღმოჩნდეს. “ჰალის” დირექტორი თავად არის დაინტერესებული, ინგლისელი მცველის ყიდვით. ზაფხულში, “მანჩესტერ სიტი” ჯოლეონ ლესკოტს ტრანსფერზე აყენებს, ასე რომ მას ყველანაირად მოუწევს გუნდის გამოცვლა.