სატრანსფერო სიახლეები

თარიღი: მაისი 17, 2014

“რომას” კოლაროვი უნდა

იტალიური, “რომას” მთავარ სპეციალისტს, რუდი გარსიას, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველის, ალექსანდერ კოლაროვის შეძენა სურს. ჯერ-ჯერობით თანხა არ არის ცნობილი, თუმცა საეჭვოა, რომ “სიტიმ” კოლაროვი დათმოს, რადგან ის გუნდში საუკეთესოა საკუთარ პოზიციაზე.

 

“მანჩესტერი” კარვალიოს მიუბრუნდა

“მანჩესტერ იუნაიტედი” “სპორტინგის” ფეხბურთელს, უილიამ კარვალიოს მიუბრუნდა. როგორც იცით, ინგლისელები გასულ თვეში იყვნენ დაინტერესებულები პორტუგალიელი ნახვარმცველით, თუმცა მოიესის გაშვების შემდეგ, შეწყდა მასზე ფიქრი. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ “იუნაიტედი” 30 მილიონის გადახდას გეგმავს მის სანაცვლოდ. ცნობისთვის, კარვალიოთი “მანჩესტერის” გარდა, “ლივერპულიც” არის დაინტერესებული.

 

რას გადაწყვეტს ვერტონგენი?

ბელგიელი მცველი, იან ვერტონგენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას ელოდება. როგორც იცით, “ტოტენჰემში” ახალ მწვრთნელს ელიან და სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული დარჩება, თუ არა ვერტონგენი ლონდონში. ცნობილია, რომ ბელგიელს უფრო მაღალი დონის კლუბში სურს თამაში.

 

რობენი ვან გაალის სამიზნე

ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ ლუი ვან გაალის პირველი სამიზნე, არიენ რობენი იქნება. როგორც იცით, ჰოლანდიელები ერთად არაერთ გუნდში მუშაობდნენ და როგორც ჩანს, ვან გაალს კვლავ სურს რობენის ხილვა მის გაწვრთნილ გუნდში. ცნობილია, რომ “იუნაიტედი” 30 მილიონს გადაიხდის რობენის სანაცვლოდ.

 

“ლივერპული” შოუსთვის იბრძვის

ცნობილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად, ლუკ შოუსთვის “ლივერპულიც” იბრძოლებს. დღეს, ბრენდან როჯერსმა 40 მილიონი ფუნტი შესთავაზა “საუთჰემპტონს” შოუსა და ლოვრენის სანაცვლოდ. რაც შეეხება “იუნაიტედს”, ისინი 34 მილიონს იხდიან მხოლოდ შოუს სანაცვლოდ.

 

ვერმაელენი იტალიაში წავა

გასულ წელსაც ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ ტომას ვერმაელენი “არსენალს” დატოვებდა, თუმცა მან საბოლოოდ დარჩენა ამჯობინა. ზაფხულში, კი ის სავარაუდოდ დატოვებს ლონდონს. როგორც იცით, ბელგიელი მცველი “მეთოფეების” კაპიტანია, თუმცა ის მოულოდნელად სათადარიგო სკამის ფეხბურთელად იქცა. ცნობილია, რომ მისით იტალიური გუნდები არიან დაინტერესებულები.

 

სუარესი “ლივერპულში” ბედნიერია

ურუგვაელმა ფეხბურთელმა, ლუის სუარესმა განაცხადა, რომ ის მერსისაიდულ გრანდში ბედნიერია და წასვლას არ აპირებს. როგორც იცით, სუარესით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული და ისინი მზად არიან 70 მილიონმდე გადაიხადონ მის სანაცვლოდ.

 

ვენგერი 3 წლით გაახანგრძლივებს

ცნობილია, რომ მაისის ბოლოს, არსენ ვენგერი კონტრაქტს 3 წლით გაახანგრძლივებს. 64 წლის სპეციალისტი, ამჟამად ასოციაციის თასის ფინალში არის და მისი დასრულების შემდეგ, საბოლოოდ  გახდება კონტრაქტის დეტალები ცნობილი. თუ ეს ხელშეკრულება გაფორმდა, მაშინ ვენგერს “არსენალში” 21 წელი შეუსრულდება.

 

მანჯუკიჩი პრემიერ ლიგაში

იდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მარიო მანჯუკიჩი პრემიერ ლიგაში გადაბარგდება. როგორც იცით, ხორვატ ფეხბურთელს “ბაიერნის” დატოვება, რობერტ ლევანდოვსკის გამო აქვს გადაწყვეტილი. ცნობილია, რომ მანჯუკიჩს ერთ-ერთი მსურველი, ლონდონის “ჩელსი” იქნება.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარლო ანჩელოტი: “კვარაცხელია სიუპრიზია? განსაკუთრებული შემთხვევაა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ნაპოლიმ” შეინარჩუნა ძველი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” კვარას სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის

Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” მზად არის “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეა მამარდაშვილს შეცვლის?

32 წლის “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე, დავიდ დე ხეა მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ უგუნდოდ არის და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირველად! მამარდამ “ვალენსიაში” პენალტი აიღო! (ვიდეო)

გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიაში” პირველად შეძლო პენალტის აღება. მამარდამ “ალავესის” წინააღმდეგ გარსიას აუღო. აღსანიშნავია, რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კვარას ერთ დღეს მადრიდის “რეალში” ვიხილავთ”

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იური სიომინი ქართველზე საუბრობს. “ახლა ხვიჩა ყველაფერს აკეთებს მისი სურვილის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თუ 20 მილიონს დაამატებენ – “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას ყიდის?

პრაქტიკულად შეგუებულები ვიყავით, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ ზაფხულს “ნაპოლის” არ დატოვებდა და ზოგადად, მხოლოდ რამდენიმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლის” სუპერ შეთავაზება ქართველებს!

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდაშვილს ისე სუპერ გაუმართლებს? ნოიერი, სილესენი, ზომერი, ნიუბელი

მიუნხენის “ბაიერნს” საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამატება კვლავ სურს. ამ დროს, “ბაიერნის” 37 წლის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალს” კვარაცხელია უნდა, მაგრამ ლაურენტისმა ასტრონომიული თანხა დაადო

Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს მადრიდის “რეალი” იჩენს, მაგრამ “ნაპოლის” პრეზიდენტმა, დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალმა” წლის ტრანსფერი განახორციელა!

მადრიდის “რეალმა” საბოლოოდ იპოვა კარიმ ბენზემას შემცვლელი და ეს “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინია. ინგლისური პრესის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდას ინგლისში ტრანსფერი ისტორიას დაწერს?

ესპანური მედიის ინფორმაციით, “ვალენსიას” გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს. საქმეში ინგლისური კლუბები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლის” სუპერ შეთავაზება ქართველებს!

“ნიუკასლი” წლების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და საუდის არაბელი ინვესტორები გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ფიქრობენ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდა სერიოზულ გაუგებრობაში გაეხვა – ვინისიუსის ფანები შეურაცხყოფას აყენებენ

გუშინ გიორგი მამარდაშვილმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და “ვალენსიას” პირადად მოაგებინა “რეალის” წინააღმდეგ. ერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის გრანდები მამარდაშვილის სანაცვლოდ დიდ თანხას იხდიან

თუ “ვალენსიამ” ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ეს დიდწილად გიორგი მამარდაშვილის დამსახურება იქნება. მიუხედავად იმისა, შეინარჩუნებს […]...
წაკითხვა