სემ ელერდაისი: “დაცვა ხელოვნებაა, რომელიც ყველამ დაივიწყა”
“სანდერლენდის” მთავარმა მწვრთნელმა სემ ელერდაისმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდს “ატლეტიკოსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართული პირველი მატჩის (1:0) შესახებ ისაუბრა და ესპანელები შეაქო.
“დაცვა ხელოვნებაა, რომელიც ყველამ დაივიწყა. არც პრემიერლიგის და არც მსოფლიოს სხვა გუნდები დაცვას იმდენად დიდ ყურადღებას აღარ უთმობენ.
“ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ ფავორიტთან შესანიშნავად ითამაშა და თავიც კარგად დაიცვა, რაც სასიამოვნო საყურებელი იყო. სიმეონემ დაცვაში გუნდის თამაში კარგად გააწყო. ფერნანდო ტორესიც კი ხშირად იყო საკუთარ საჯარიმო მოედანთან, რასაც “ლივერპულსა” და “ჩელსიში” ასპარეზობის დროს ვერ შენიშნავდით.
მადრიდელებს კარგი თავკაცი ჰყავთ და ამიტომაც არიან ისინი წარმატებულნი. ხშირად ერთი გოლიც საკმარისია მატჩის მოსაგებად”, – ციტირებს ელერდაისის სიტყვებს Goal.com-ი.