“სევილიამ” ედუარდო ბერისო წარადგინა (ვიდეო)
“სევილიამ” გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ედუარდო ბერისო “რამონ სანჩეს პისხუანზე” წარადგინა.
47 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა ანდალუსიურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ “სევილიამ” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ედუარდო ბერისოს დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება 8 ივნისს გააკეთა.
“ჩემი მიზანი “სევილიასთან” ერთად გამარჯვებების მოპოვებაა. კლუბი მიღწეულ შედეგებზე არ უნდა გაჩერდეს”, – აღნიშნა ბერისომ.
შეგახსენებთ, რომ “სევილიას” მანამდე ხორხე სამპაოლი ხელმძღვანელობდა, რომელიც არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. თავის მხრივ, ედუარდო ბერისო “სელტას” თავკაცობდა.
Eduardo Berizzo ya conoce las oficinas del Ramón Sánchez-Pizjuán ?⚽
#BienvenidoBerizzo pic.twitter.com/RqIGWYHRa5
— Sevilla Fútbol Club (@SevillaFC) 12 June 2017