შესაძლოა, ბრაზილიის ნაკრებმა კოპა ამერიკა გამოტოვოს
შესაძლოა, ბრაზილიის ნაკრებმა წელს გასამართი კოპა ამერიკა გამოტოვოს.
როგორც ირკვევა, ევროპულ კლუბებში მოთამაშე ბრაზილიელ ფეხბურთელებს კოპა ამერიკის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება არ სურთ.
შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა 13 ივნისიდან 10 ივლისამდე, არგენტინასა და კოლუმბიაში უნდა ჩატარებულიყო. კოლუმბიას მასპინძელი ქვეყნის სტატუსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენების მიღების შემდეგ ჩამოერთვა. დოკუმენტში საუბარი იყო კოლუმბიაში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და კორონავირუსული პანდემიის გამო აღნიშნულ ქვეყანაში ტურნირის ჩატარების შეუძლებლობის შესახებ. კოლუმბიამ ტურნირის მოგვიანებით ჩატარება ითხოვა, მაგრამ უარი მიიღო.
მასპინძლობის უფლება არგენტინასაც ჩამოერთვა. მიზეზი ქვეყანაში გართულებული კოვიდსიტუაციაა.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ ტურნირს ბრაზილია მიიღებს.