სკანდალი უკრაინაში: ჩემპიონთა ლიგის თასით დეპუტატის ქალიშვილი გაერთო
უკრაინაში საფეხბურთო სკანდალია. როგორც მოგეხსენებათ, კიევი 26 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს უმასპინძლებს. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასი უკვე უკრაინაშია.
უკრაინის სახალხო დეპუტატმა და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ თავის ხუთი წლის ქალიშვილს ჩემპიონთა ლიგის ტიტულით გართობის უფლება მისცა. ლიზა ჩაუსმა თასთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი წაშალა, თუმცა სურათი მედიაში სწრაფად გავრცელდა.
უეფას წესების თანახმად, თასის გადაადგილება მხოლოდ დაცვის თანხლებითა და ოფიციალური პირების მონაწილეობით ხდება. ფოტოზე არც დაცვის წარმომადგენლები და არც ოფიციალური პირები არ არიან ასახულნი.
“ჩვენ დავუკავშირდით უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას, რათა კიდევ ერთხელ შევახსენოთ სხვადასხვა ღონისძიებებზე ჩემპიონთა ლიგის თასის გამოყენების მკაცრი რეკომენდაციების შეახებ”, – ნათქვამია უეფას განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მადრიდის “რეალსა” და “ლივერპულს” შორის 26 მაისს, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.