“ვალენსიას” მწვრთნელი: “ჩვენთვის ჩემპიონატის მოგება შეუძლებელია”

ესპანური ლა ლიგის 12 ტურის შემდეგ “ვალენსია” სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, “ღამურების” თავკაცს არ სჯერა, რომ “მესტალიას” ბინადრებს ჩემპიონობის რაიმე შანსი აქვთ.

“ვფიქრობ, ესპანეთის ჩემპიონატის მოგება ჩვენთვის შეუძლებელია. შეუძლებელი თუ არა, ეს მინიმუმ წარმოუნდგენლად რთული მაინც არის. ჩემპონობისთვის 90 ქულის მოპოვებაა საჭირო. მსგავსი რამ ისეთი კლუბებისთვის, როგორიც “ვალენსია” და “ატლეტიკო” არიან, შეუძლებელია.

სხვა გუნდები გაჩემპიონების შანსს მხოლოდ მაშინ მიიღებენ, თუ “რეალი” და “ბარსელონა” ბევრ ქულას დაკარგავენ. ამ დროისთვის კი ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია.

მიუხედავად ამისა, მათი დამარცხება სრულიად შესაძლებლად მიმაჩნია. “ვალენსიამ” ეს “რეალთან” მატჩში უკვე დაამტკიცა. იმედი მაქვს, იგივე მოხდება “ბარსასთანაც”, ” -აცხადებს მარსელინიო.

მარსელინიომ “ვალენსიას” გაჩემპიონების შანსები შეაფასა

“რეალ ბეტისის” განადგურების (6-3) შემდეგ, “ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინიომ, რომლის გუნდიც ამ დროისთვის მეორე პოზიციას იკავებს ლა ლიგის სატურნირო ცხრილში, პრესასთან ჩემპიონობის შანსებზე ისაუბრა.

“ბარსელონასა” და “რეალთან” ტიტულის მოგებისთვის ბრძოლა თითქმის წარმოუდგენელია,” – აცხადებს მარსელინიო Cadena Cope-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

“თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გზას არ გადავუხვიოთ და კვლავ დაუმარცხებლად გავაგრძელოთ ასპარეზობა. ბუნებრივია, რომ ამბიციები ჩვენც გაგვაჩნია. ვეცდებით, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გავაკეთოთ.

საერთო ჯამში, გუნდში კარგი ატმოსფეროა და შედეგით კმაყოფილები ვართ. რაც მთავარია, კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ,” – აცხადებს მარსელინიო.

ვინ გაწვრთნის “ვალენსიას” მომავალ სეზონში?

ესპანური “სევილიასა” და “ვილიარეალის” ყოფილი თავკაცი, მარსელინიო ლა ლიგას უბრუნდება – მომავალი სეზონიდან ეს უკანასკნელი “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელის როლს მოირგებს.

ესპანური პრესის ცნობით, მარსელინიომ “ღამურებთან” ახალ, ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ესპანურ გუნდს სათავეში ვორო უდგას, რომელიც იანვრიდან მუშაობს ვალენსიურ კლუბში და არც ისე ცუდად გამოყავს გუნდი საშინაო ასპარესზე.

მარსელინომ კი “ვილიარეალში” გამართული ყოველი სეზონი საკმაოდ წარმატებულად დაასრულა – გუნდი ყოველთვის ხვდებოდა ექვსეულში და ევროტურნირებზეც საკმაოდ კარგად ასპარეზობდა.