ოფიციალურად: მიში ბატშუაი მომავალ სეზონში “ვალენსიას” ღირსებას დაიცავს

“ვალენსიას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას “ღამურების” რიგებში მიში ბატშუაის გაწევრიანების შესახებ. “ჩელსი” მას კიდევ ერთი სეზონით ანათხოვრებს.

როგორც ცნობილი ხდება, “არისტოკრატები” ბატშუაიში ვარსკვლავს ხედავენ და სწორედ ამიტომაც, “ვალენსიას” ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ მისცეს.

გეტყვით იმასაც, რომ ბატშუაიმ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით დორტმუნდის “ბორუსიაში” გაატარა, სადაც 10 მატჩში 7 გოლის გატანა შეძლო.

“ვალენსია” “რეალისგან” როდრიგოს ტრანსფერში 80-120 მილიონს ითხოვს

ესპანური გამოცემა As-ის ცნობით, “ვალენსიას” ხელმძღვანელებს მკაცრად აქვთ გადაწყვეტილი როდრიგოს შენარჩუნება. პარალელურად ამ ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას კვლავ განაგრძობს მადირდის “რეალი”.

“ღამურების” მთავარი მწვრთნელი მარსელინო გარსია ტორალი აცხადებს:”ნებისმიერს, ვისაც როდრიგოს ტრანსფერზე აქვს პრეტენზია, მისი გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევს.”

27 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 120 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა, დიდი ალბათობით, “ვალენსიელები” მოლაპარაკებებს 80 მილიონის შემოთავაზების შემთხვევაშიც შეუერთდებიან.

ესპანური ჟურნალ-გაზეთები დიდი ხნის მანძილზე ირწმუნებოდნენ, რომ როდრიგოს ტრანსფერი “რეალის” თავკაცის ხულიენ ლოპოტეგის სურვილს წარმოადგენს. როდრიგო 2010 წელს, “ბენფიკაში” გადასვლამდე, მადრიდელთა ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა.

ვალვერდემ “ბარსელონას” დანი პარეხოს კონტრაქტის გამოსყიდვა სთხოვა

კატალონიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე პირადად არის დაინტერესებული “ვალენსიას” ნახევარმცველის, დანი პარეხოს, ტრანსფერში.

ბილბაოს “ატლეტიკის” ექს-თავკაცის აზრით, დანი პარეხო მისი საფეხბურთო მოდელისთვის ზედგამოჭრილია. რასაკვირველია, მხარეები მოლაპარაკების მაგიდას უკვე მიუსხდნენ.

პარეხოს კონტრაქტში მის გამოსასყიდ თანხად 50 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა კატალონიელები ცდილობენ, ამ საქმეში უფო იაფად “გამოძვრნენ”. სავარაუდოდ, ტრანსფერი მომავალ კვირას უნდა დადასტურდეს.

სიმონე ძაძა “ვალენსიას” ტოვებს და იტალიაში ბრუნდება

“ვალენსიას” იტალიელი თავდამსხმელი, სიმონე ძაძა, რომელსაც ტურინის “იუვენტუსსა” და “სასუოლოში” თამაშის კარგი გამოცდილება აქვს, დიდი ალბათობით, მომავალ სეზონსაც იტალიაში გაატარებს.

როგორც ცნობილი ხდება, “მილანი” სიმონე ძაძას წარმომადგენლებთან წარმატებით აწარმოებს მოლაპარაკებებს. მხარეები 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, ფეხბურთელი კი 2.5 მილიონ ევროს მიიღებს წელიწადში ხელფასის სახით.

თუმცა, “ვალენსიას” ხელმძღვანელებს ძაძას არენდის წესით გაშვება სურთ, რა თქმა უნდა, გამოსყიდვის ფუნქციით. იტალიელ ფეხბურთელს “ღამურებთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

ძაძას ტრანსფერი, სავარაუდოდ, მას შემდეგ განხორციელდება, რაც “როსონერი” ნიკოლა კალინიჩს “ატლეტიკოს” მიყიდის.

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” კანსელუს ტრანსფერში 40 მილიონი გადაიხადა

ჟოაო კანსელუ, 24 წლის პორტუგალიელი მცველი, ამიერიდან კარიერას ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას “ბებერი ქალბატონის” ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

როგორც იცით, კანსელუ “ვალენსიას” რიგებში ირიცხებოდა. ესპანური კლუბი ამ ტრანსფერში 40 მილიონს მიიღებს, თუმცა ეს ოპერაცია სამ წელზე იქნება გაწერილი. კანსელუმ “იუვესთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გეტყვით იმასაც, რომ გასული სეზონი კანსელუმ არენდის წესით “ინტერში” გაატარა.

ვალვერდე: “მხოლოდ ამ მიზანზე ვართ კონცენტრირებულნი”

ხვალ ლა ლიგა სანტანდერის 37-ე ტურში “ლევანტე” “ბარსელონას” დაუპირისპირდება. “ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“ლა ლიგა მოვიგეთ და ახლა ახალი გამოწვევები გვჭირდება. ასეთი ხანგრძლივი დროის მანძილზე მიმდინარე ტურნირი, შეგვიძლია, წაუგებლად დავასრულოთ. ვნახოთ, თუ ამის გაკეთებას მოვახერხებთ. ეს ნამდვილად ისტორიული იქნება. როცა სეზონი სრულდება, ცდილობ, ყველაფერი გააკეთო, ყველაფერი მოიგო. ხოლო, ბოლო მატჩებში კი, მოტივაციის ნაკლებობაა. ახლა, ჩვენ გვაქვს მიზანი, რომელიც არცერთ სხვა მეტოქეს არ გააჩნია. სწორედ ამაზე ვარ ფოკუსირებული.”

“ყოველთვის ვფიქრობდი, რომ “ლევანტეს” გაცილებით მაღალ პოზიციაზე შეეძლო, დაესრულებინა ტურნირი. მათ ბოლო კვირებში ქულათა დაუჯერებელი რაოდენობა მოაგროვეს. ახლა, მშვიდად და თავდაჯერებულად არიან,” – ამბობს ვალვერდე.

როდრიგო: “ჩემი გეგმაა, რომ “ვალენსიაში” თამაში განვაგრძო”

“ვალენსიას” თავდამსხმელს, როდრიგო მორენოს კარიერის საუკეთესო სეზონი აქვს. მან 37 შეხვედრაში 19 გოლს მოუყარა თავი. ბრაზილიაში დაბადებული სპორტსმენი იმედოვნებს, რომ ესპანურ გუნდში დარჩება და მომავალ სეზონში გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მოსხვედრასა და იქ წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

“ისე, როგორც ყველა ზაფხულში, ახლაც ჩემს მომავალთან დაკავშირებით ბევრი საუბარია. თუმცა, მე ერთადერთი გეგმა მაქვს – დავრჩე ამჟამინდელ კლუბში. შესანიშნავი სეზონი გქვონდა, ხოლო ახლა კი წინ დიდი გამოწვევაა ჩემპიონთა ლიგის სახით. ისეთ რამეს მივაღწიეთ, რასაც არ ველოდით. საქმე ხარისხიანად გავაკეთეთ, რაც საამაყოა. მიზანი ნამდვილად არ ყოფილა, რომ პირველ ოთხეულში მოვხვედრილიყავით. თუმცა, სეზონის შუაში უკვე მივხვდით, რა დონეც გვქონდა. ამიტომ, ეს შედეგი ნამდვილად დავიმსახურეთ,” – ამბობს როდრიგო.

გარაი: “ვალენსია “კამპ ნოუზე” გამარჯვებისთვის გავა”

“ვალენსიას” მცველის, ესეკილ გარაის, თქმით, “ღამურები” “კამპ ნოუზე” სამი ქულის მოსაპოვებლად გავლენ. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი 1-1 დასრულდა “მესტალიაზე”.

“ჩვენი მიზანი “კამპ ნოუზე” გამარჯვების მოპოვებაა, მოედანზე ამ მიზნით გავალთ, როგორც ყოველთვის.

ამბობენ, რომ შუა კვირაში განცდილი მარცხი მათზე უარყოფითად იმოქმედებს და შაბათს გასამართ მატჩში ცუდ ფორმაში მყოფნი დაგვიპირისპირდებიან. რასაკვირველია, ასეთი რთული მატჩები უკვალოდ არ ქრება.

ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და ამისთვის ყველა შესაძლო სიტუაცია, პრივილეგია უნდა გამოვიყენოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვიცით, თუ რა შეუძლია “ბარსელონას”, რომელიც ბრწყინვალე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გვინდა თამაში, რასთანაც ძალიან ახლოს ვართ. გვინდა ფანებს სიამოვნება მივანიჭოთ და შინ სამი ქულით დავბრუნდეთ,” – აცხადებს გარაი.

ვალვერდემ საფრთხეში მყოფი სუარესი დაიცვა: “მისი აგრესიულობა ჩვენთვის სასარგებლოა”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ლუის სუარესი დაიცვა, რომელსაც “ვალენსიასთან” მატჩში გაფრთხილების მიღების შემთხვევაში კოპა დელ რეის ფინალის გამოტოვება მოუწევს.

“ლუის სუარესთან მის ხასიათზე არაერთხელ მისაუბრია. მისი აგრესიულობა შეტევაში, თუ როგორ ცდილობს სივრცეების გათავისუფლებასა და გოლების გატანას ჩვენთვის, რა თქმა უნდა, სასარგებლოა. თუნდაც ზოგჯერ ეს ყვითელ ბარათად დაუჯდეს.

წინ ნახევარფინალური ეტაპის მატჩი გველის. სუარესი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და იცის, როგორ აკონტროლოს საკუთარი თავი. მოედანზე ყველაფერი უნდა დავდოთ მოსაგებათ. ფინალზე კი მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ფიქრს,” – აცხადებს ვალვერდე.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” “მესტალიაზე” გამარჯვებულის სტატუსით მიემგზავრება (1-0).

პრემიერ ლიგის 26-ე ტურის სიმბოლური გუნდი

დღეს ლონდონის “ჩელსისა” და “უოტფორდის” შეხვედრით სრულდება პრემიერ ლიგის 26-ე ტური.

Goal.Com-ი აღნიშნული ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

უეინ ჰენესი (“კრისტალ პალასი”), ანტონიო ვალენსია (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ლორან კოსჩელნი (“არსენალი”), მარკოს როხო (“მანჩესტერ იუნაიტედი”), დანილო (“მანჩესტერ სიტი”), მარიო ლემინა (“საუთჰემპტონი”), აარონ რემზი (“არსენალი”), მუჰამედ სალაჰი (“ლივერპული”), ჰენრიხ მხითარიანი (“არსენალი”), ალექსის სანჩესი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), პიერ ემერიკ-ობამეიანგი (“არსენალი”).

ვენგერმა დაადასტურა, კოკლინი ესპანეთში ითამაშებს

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის მიერ დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ფრანსის კოკლინი ამიერიდან კარიერას ესპანეთის პრიმერადივიზიონში გააგრძელებს. ფრანგი ნახევარმცველი “ვალენსიას” ღირსებას დაიცავს.

“ფრანსისი “ვალენსიაში” გადადის, ამას ვადასტურებ. ის ძალიან იშვიათად გამოდიოდა მოედანზე და მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა. როდესაც მან საქმის ვითარება გამაცნო, მე წასვლის უფლება მივეცი,” – ციტირებს ვენგერის სიტყვებს RMC.

ცნობების თანახმად, 26 წლის კოკლინის ტრანსფერი “ღამურებს” 13,5 მილიონი ევრო დაუჯდათ. კოკლინმა ესპანურ კლუბთან 4,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

“ვალენსიას” მთავარი მწვრთნელი ავარიაში მოჰყვა (ფოტო)

“ვალენსიას” მწვრთნელს, მარსელინო გარსია ტორალს არც ისე სასიამოვნო შობა დაუდგა. ლოგრონოსკენ მიმავალ გზაზე 52 წლის სპეციალისტი ავტოავარიაში მოჰყვა. მანქანა ამობრუნდა, თუმცა მარსლინომ ცეხლის გაჩენამდე მოასწრო გადმოსვლა.

აღნიშნული ფოტო ერთ-ერთი მეხანძრის მიერაა გადაღებული.

იმასაც გეტყვით, რომ მარსელინოს მცირე დაზიანებები ჰქონდა, რის გამოც ის მალევე გამოწერეს საავადმყოფოდან. შესაბამისად, ის საშობაო არდადგეგეს ოჯახთან ერთად გაატარებს.