პრემიერ ლიგის 26-ე ტურის სიმბოლური გუნდი

დღეს ლონდონის “ჩელსისა” და “უოტფორდის” შეხვედრით სრულდება პრემიერ ლიგის 26-ე ტური.

Goal.Com-ი აღნიშნული ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

უეინ ჰენესი (“კრისტალ პალასი”), ანტონიო ვალენსია (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ლორან კოსჩელნი (“არსენალი”), მარკოს როხო (“მანჩესტერ იუნაიტედი”), დანილო (“მანჩესტერ სიტი”), მარიო ლემინა (“საუთჰემპტონი”), აარონ რემზი (“არსენალი”), მუჰამედ სალაჰი (“ლივერპული”), ჰენრიხ მხითარიანი (“არსენალი”), ალექსის სანჩესი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), პიერ ემერიკ-ობამეიანგი (“არსენალი”).

მარკოს როხოს ჩაწოდება იამაიკის ნაკრებთან მატჩში (ვიდეო)

21 ივნისს, კოპა ამერიკის გათამაშებაში, არგენტინისა და იამაიკის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში (1:0), მარკოს როხომ ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთი საჯარიმოში ორიგინალურად ჩააწოდა.

როხოს თვეზე მეტი გაუცდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი მარკოს როხო ტრავმის გამო ექვს კვირამდე იუქმებს.

“მარკოსს მხარი სერიოზულად დაუზიანდა, თუმცა კარგი ამბავი ის არის, რომ ფეხბურთელი ოპერაციას გადაურჩა. თუმცა, სამწუხაროდ მომავალში მსგავსი ტრავმისგან თავის არიდება რთული იქნება. როხო ლაზარეთში ექვს კვირამდე იქნება. ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში კი სარეაბილიტაციო პერიოდი 12 კვირას გასტანს” – აღნიშნა “მანჩესტერის” თავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა.

შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრების მოთამაშემ ტრავმა მანჩესტერულ დერბიში მიიღო და მატჩის დასრულება ვერ შეძლო.

 

როხო მომდევნო მატჩში მიიღებს მონაწილეობას

“მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელმა განაცხადა, რომ კლუბის ახალწვეული მარკოს როხო 14 სექტემბრამდე მიიღებს ვიზას. შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს “წითლები” “ქუინზ პარკ რეინჯერსს” დაუპირისპირდებიან.

როხო უკვე კვირაზე მეტია, რაც “იუნაიტედის” შემადგენლობაში ჩაირიცხა “სპორტინგიდან” 16 მილიონ ფუნტად. მარკოსი მანჩესტერში სამედიცინო შემოწმების გასავლელად ტურისტული ვიზით ჩაფრინდა და ახლა ის მადრიდში იმყოფება, რომ სამუშაო ვიზა მიიღოს.

როხოს სამუშაო ვიზის მიღება აფერხებს, მისი კონფლიქტი მეზობელთან, რომელიც 2010 წელს მოხდა. ფეხბურთელის აგენტმა კი BBC-თან განაცხადა, რომ როხოს ვერაფერი შეუშლის ხელს, რომ “იუნაიტედში” ითამაშოს.

ვან გაალმა კი განაცხადა, რომ როხოს მომდევნო მატჩში უკვე შეეძლება კლუბის დახმარება:“ეს უბრალოდ დროის საკითხია. მე უდიდესი კლუბის მწვრთნელი ვარ მაგრამ კანონების შეცვლა არ შემიძლია. მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ “ქპრ”-სთან მას უკვე ექნება ვიზა.”

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

როხოს ციხე ემუქრება

საქმე ეხება 2010 წლის ინციდენტს, რომელიც არგენტინაში მოხდა. მარკოსი მეგობრებთან ერთად ლა-პლატში იმყოფებოდა, თავის მშობლიურ ქალაქში და აღნიშნავდა “მოსკოვის სპარტაკში” გადასვლას, ამ დროს მას მცირე შელაპარაკება მოუვიდა თავის მეზობელთან – ხუან პაბლო გომესთან, რომელიც შემდეგ სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა.

როხოს ნერვებმა უმტყუვნა და სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ფეხბურთელმა “საყვარელ” მეზობელს ბოთლი გადაამტვრია თავზე. ამის შედეგად გომესმა სახის საშინელი დაზიანებები მიიღო, ასევე ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე.

2012 წელს გომესმა სასამართლოში უჩივლა მარკოსს, თუმცა მაშინ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. გომესი არ დაკმაყოფილდა ამ ყველაფრით და 2014 წლის მაისში ისევ შეიტანა სარჩელი სასამართლოში, რის გამოც არგენტინელ ფეხბურთელს სასამართლო პროცესზე მოუწევს წარდგენა, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი ციხეში ერთი წლის გატარება.

წყარო: მანჩსტერ იუნატედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

ოფიციალურად: შეთანხმება შედგა

შედგა შეთანხმება “სპორტინგსა” და “იუნაიტედს” შორის- გუნდებმა ფეხბურთელები გაცვალეს. “სპორტინგის” ოფიციალური ტვიტერის ცნობით, ლუიშ ნანი პორტუგალიაში დაბრუნდა 1 წლით განათხოვრების წესით , ხოლო მარკოს როხო “წითლების” საკუთრება გახდა. “სპორტინგმა” როხოს ნაცვლად 9 მილიონი ევრო მიიღო, საერთო ჯამში კი მანჩესტერმა დაახლოებით 16 მილიონი ევრო გადაიხადა, რომლის ნაწილი როხოს ყოფილ კლუბს გადაერიცხება.

წყარო: მანჩესტერ იუნაიტედის ქართული ფან-კლუბი – http://redarmy.ge/

როხომ მანჩესტერი დაადასტურა

“სპორტინგის” მცველმა მარკოს როხომ დაადასტურა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეთანხმებას მიაღწია. ტრასნფერი, შესაძლოა, კვირის ბოლომდეც განხორციელდეს.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით “მანჩესტერმა” “სპორტინგს 20 მილიონი ერო შესთავაზე და გარდა ამისა საუბარი ნანის იჯარაზეც იყო.

თავად როხომ “სპორტინგის” უარი გააპროტესტა, თუმცა შემდეგ ბოდიშიც მოიხადა.

აღსანიშავია ისიც, რომ ოფიციალურად კლებები ტრანსფერს ჯერ არ ადასტურებენ.