“მილანის” ბრაზილიელი მცველი ალექსი ტიაგო სილვას ბრაზილიის ნაკრებს მიღმა დატოვებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ის დუნგას არ ეთანხმება.
შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს ბრაზილიის ნაკრები ჩილეს, ხოლო 14 ოქტომბერს ვენესუელას დაუპირისპირდება. “სელესაოს” თავკაცმა “პარი სენ-ჟერმენის” მცველი რჩეულებს შორის არ დაასახელა.
“ძალიან მიკვირს, რომ ტიაგო სილვა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში არ გამოიძახეს. “მილანში” მასზე ბევრ შეკითხვას მისვამენ, მაგრამ პასუხი არ მაქვს. მე რომ მკითხოთ, ტიაგო მსოფლიოს საუკეთესო მცველია, რომელიც გუნდში ყოველთვის უნდა იყოს. დუნგას არ ვეთანხმები. იმედი მაქვს, სიტუაცია მალე შეიცვლება”, – ციტირებს ალექსის სიტყვებს Sambafoot-ი.