დღეს მადრიდში, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” დედაქალაქური დერბი შედგა: “ატლეტიკო” “რეალის” წინააღმდეგ.
ლა ლიგის მე-12 ტურის ეგიდით გამართული დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში თამაში თითქმის თანაბარი იყო. თუმცა, მეორე ნახევარში “ბლანკოსის” უპირატესობა იგრძნობოდა, როგორც ბურთის ფლობის, ასევე მომენტების მხრივ. თუმცა, ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო.
საბოლოოდ, მადრიდული დერბი უგოლო ფრით დასრულდა.
აქვე გეტყვით, რომ 12 ტურის შემდეგ “ატლეტიკოს” 24 ქულა აქვს და მეხუთე პოზიცას იკავებს. ზუსტად ამდენივე აქვს “რეალს” და ის მეოთხე ადგილზეა.