პერიშიჩი “სპორტინგთან” არ იქნება

“ვოლფსბურგის” ნახევარმცველის, ივან პერიშიჩის დაბრუნება გადაიდო.

შეგახსენებთ, რომ ხორვატმა ტრავმის გამო ბუნდესლიგაში “ჰოფენჰაიმთან” და “ლევერკუზენთან” გასამართი მატჩები გამოტოვა.

“მგლების” მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ივანი ევროპა ლიგის 1/16 ფინალურ მატჩში იასპარეზებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პერიშიჩს ლაზარეთში დარჩენა მოუწევს.

მატჩი “ვოლფსბურგსა” და “სპორტინგს” შორის თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

სპორტინგი 0-1 ჩელსი

ლისაბონში, ადგილობრივმა ”სპორტინგმა”, ლონდონის ”ჩელსი” მიიღო და მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდა.

გოლი: მატიჩი 0-1 34′.

მარიბორი 1:1 სპორტინგი

ლისაბონის სპორტინგმა, სტუმრად ”მარიბორის” დამარცხება ვერ მოახერხა.

გოლები: ნანი 80′ 0-1; ზახოვიჩი 92+2′ 1-1.

ბარსელონა და რეალი კარვალიოს შეძენას შეეცდებიან

ლისაბონის “სპორტინგის” 21 წლის გარემარბი უილიამ კარვალიო სეზონის წინ დიდად არ ბრწყინავდა, თუმცა კლუბმა ის დატოვა და კონტრაქტიც გაუხანგრძლივა.

კარვალიოს ღირებულება აქამდე 5 მილიონს შეადგენდა,მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ უეცრად მისი ღირებულება 45 მილიონამდე გაზარდა.

დაიწყო სეზონი და კარვალიო ბრწყინვალედ ათამაშდა, ამას კი ბევრი ევროპული გრანდის დაინტერესება მოჰყვა.”რეალი” და “ბარსელონა” გამორჩეულად არიან დაინტერესებულები კარვალიოთი და მზად  არიან მის სანაცვლოდ  40 მილიონს შეელიონ.