19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა და ახლა უკვე 19-წლამდელების მომდევნო თაობის (1999-2000 წლებში დაბადებულები) ჯერია, რომელიც 8-14 ნოემბერს ბოსნიაში გასამართი შესარჩევი ციკლისთვის ემზადება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მზადების პროცესში კიდევ ორი ამხანაგური მატჩი დაუგეგმა ნაკრებს. კერძოდ, 30 აგვისტოს და 1 სექტემბერს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები სტუმრად ალბანეთის 19-წლამდე ნაკრებს გაეჯიბრება. გუნდი შეკრებას აგვისტოს ბოლოს, სანაკრებო პაუზაზე, თბილისში დაიწყებს და ალბანეთში 29 აგვისტოს გაფრინდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საფრანგეთი, ბოსნია და ანდორა იქნებიან. ტურნირს ბოსნია მასპინძლობს.

Gff.Ge

19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის წინ შეკრებას ბულგარეთში გაივლის

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს 10-დღიანი შეკრება დაუგეგმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში.

გიორგი ყიფიანის გუნდი შეკრებას 5-14 ივნისს გაივლის და თან ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს ბულგარეთის ნაკრებთან. შეხვედრები 11 და 13 ივნისსაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის გახსნის მატჩს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები 2 ივლისს გორში ჩაატარებს პორტუგალიის წინააღმდეგ.

Gff.Ge