გროსკოიცი “ლივერპულს” მიუახლოვდა

დიდი ალბათობით, 27 წლის გერმანელ ფეხბურთელს, კევინ გროსკოიცს მალე “ლივერპულში” ვიხილავთ. ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარემარბმა “მერსესაიდელებთან” პირადი დეტალები უკვე შეათანხმა.

იურგენ კლოპი “ბორუსიაში” მოღვაწეობის პერიოდში გროსკოიცს რამდენიმე პოზიციაზე იყენებდა, გერმანელ სპეციალისტს კი სურს, რომ ამ ფეხბურთელმა სარგებელი “ლივერპულსაც” მოუტანოს.

გროსკოიცი მხითარიანს “დორტმუნდის” სიმღერებს ასწავლის

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ასწავლის კევინ გროსკოიცი თანაგუნდელ მხითარიან დორტმუნდის “ბორუსიას” სიმღერებს.