„დილა“ მოახლოვებული სეზონისათვის განაგრძობს მზადებას. 2 აგვისტოს თბილისის „დინამოსთან“ გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, გუნდმა ორი დღე დაისვენა და 5 აგვისტოს საკუთარ ქალაქში განაგრძო მზადება.
როგორც იცით გუნდი დატოვა გულვერდ თომაშვილმა, ასევე „დილაში“ აღარ ირიცხებიან: ნოდარ ნოზაძე, გიორგი მჭედლიშვილი, რომან გოგინაშვილი და ბიძინა მახარობლიძე.
სამაგიეროდ, კლუბმა მიიღო შევსება. ამიერიდან „დილას“ წევრები იქნებიან გიორგი სეთურიძე დადავით ხურცილავა. სეთურიძეს საქართველოსა და აზერბაიჯანის კლუბებში უასპარეზია. მისი ბოლო კლუბი რუსთავის „მეტალურგი“ გახლდათ, ხოლო დავით ხურცილავა თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ შემდეგ თბილისის „დინამოში“ ასპარეზობდა.
„დილას“ პრესსამსახური