დღეს, კვირას გამოვიდა ყოველკვირეულ ჟურნალ Fanebi.com-ის მეორე ნომერი. მართალია, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია თითქმის ერთი კვირის წინათ შედგა, მაგრამ ჩვენ ამ პერიოდის მთავარ საკითხს გვერდს ვერ ავუვლიდით. შესაბამისად, მეორე ნომერში უმეტესწილად „ოქროს ბურთის“ თემებია მიმოხილული. გარდა ამისა, შეგიძლიათ, გაეცნოთ ინტერვიუს ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელ სანდრო ხაბაძესთან.
აქვე გეტყვით, რომ გაიხსნა ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი: www.facebook.com/Fanebi.Journal
19 იანვრის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ.
ჟურნალის რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი