შვედურმა ტაბლოიდმა, Aftonbladet-მა საკმაოდ საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა 100 000-ზე მეტმა შვედმა ფეხბურთის მცოდნემ მიიღო.
სკანდინავიური გამოცემის მფლობელებს აინტერესებდათ, სურდათ თუ არა შვედებს ზლატან იბრაჰიმოვიჩის ნაკრებში დაბრუნება – გულშემატკივრების 65 % თვლის, რომ ნაკრები ზლატანის გარეშეც შეძლებს წარმატებების მიღწევას.
ეს კითხვა შვედეთში განსაკუთრებით აქტუალური საფრანგეთის ნაკრებთან ჩატარებული მატჩის შემდეგ გახდა, როდესაც შვედებმა ზლატანის გარეშე შეძლეს საკმაოდ ძლიერი მეტოქის დამარცხება (2:1).
Aftonbladet – სკანდინავიის უმსხვილესი გამოცემაა, რომლის ვებ-გვერდსაც დღეში 3,5 მილიონზე მეტი მკითხველი სტუმრობს.