იბრაჰიმოვიჩი: “შვედეთის ნაკრების ყოველ ფეხბურთელს უნდა გადასცენ ოქროს ბურთი”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა შვედეთის საფეხბურთო ნაკრებით, მსოფლიო ჩემპიონატიდან ამ უკანასკნელი გუნდის ვარადნას საინტერესო ეხმაურება.

“შვედეთის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს უნდა გადასცენ ოქროს ბურთი, რათა ყოველთვის გვახსოვდეს, თუ რა გააკეთეს მსოფლიო ჩემპიონატზე. მადლობას გიხდით ამ სანახაობისთვის,” – ვკითხულობთ იბრაჰიმოვიჩის ოფიციალურ წერილში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის სურივლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც გამოთქვა, თუმცა მწვრთნელმა მის წაყვანაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ შვედები მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში ასპარეზობდნენ მექსიკის, სამხრეთ კორეისა და გერმანიის ნაკრებებთან ერთად. ჯგუფიდან პირველი ადგილით გასულმა შვედეთმა შვეიცარიის დამარცხებაც შეძლო პლეი-ოფში, თუმცა ინგლისთან ვერაფერი გააწყო.

იბრაჰიმოვიჩისა და ბექჰემის ნიძლავი შვედეთი-ინგლისის მატჩზე

7 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის კიდევ ორი მატჩი გაიმართება. ერთ-ერთ მათგანში შვედეთისა და ინგლისის საფეხბურთო ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

შვედეთის ნაკრების ყოფილმა ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, დევიდ ბექჰემს საინტერესო ნიძლავი შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ ეს ორი ფეხბურთელი ერთად “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში თამაშობდა.

იმ შემთხვევაში, თუ ინგლისი ხვალინდელ მატჩში გაიმარჯვებს, ზლატანს ბექჰემის დაპატიჟება მოუწევს სადილზე მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, ხოლო თუ შვედეთი მოიგებს, ბექჰემმა ნებისმიერი რამ უნდა უყიდოს Ikea-ს კატალოგიდან.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრებზე ისაუბრა

“ლოს-ანჯელეს გალაქსის” შვედმა ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მსოფლიო ჩემპიონატზე შვედების გამოსვლა შეაფასა. როგორც იცით, რუსეთში მიმდინარე მუნდიალზე თამაშის უფლება ზლატანს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არ მისცა.

– რთულია თქვენთვის მსოფლიო ჩემპიონატზე შვედეთის ნაკრების თამაშის ყურება?

– “არა. პირველი მატჩები სხვაგვარად იყო, რადგანაც მიმაჩნდა, რომ ჩემთან ერთად ნაკრები გაცილებით უკეთ შეძლებდა თამაშს. ამას დღემდე ვგრძნობ. როგორც ჩანს, დრო მოვიდა, როდესაც სხვებს უნდა მივცე გართობის უფლება.

როდესაც ნაკრებში მივედი, არ მომწონდა სიტუაცია. ბედნიერი არ ვიყავი, მათგან განვსხვავდებოდი, სულ სხვაგვარი ბიოგრაფია მქონდა. მაგრამ ყველაფერი გამოვიარე და კაპიტანი გავხვდი. ამაზე დიდი არაფერია,” – აცხადებს იბრაჰიმოვიჩი.

იბრაჰიმოვიჩი:”ზლატანი მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა იყოს, მაგრამ ის არ წავა”

შვედეთის ნაკრების ყოფილი და “ლოს-ანჯელეს გალაქსის” მოქმედი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საუბრისას სა

“მსოფლიოს ჩემპიონატი უდიდესი მოვლენაა ფეხბურთში, რომელშიც საუკეთესო ფეხბურთელები იღებენ მონაწილეობას. ზლატანი იქ არ არის… უნდა იყოს, მაგრამ ის რუსეთში არ ითამაშებს.

პრესაში ხშირად ამბობენ, რომ შვედეთის ნაკრები ჩემს გარეშე უფრო ძლიერია, მე მათი მჯერა. ეს შვედეთის მედიისთვის არის დამახასიათებელი. მე განსხვავებული ვარ, შვედებისგან განსხვავებული სახელი მაქ და არც ტიპურ შვედს ვგავარ.

თუმცა შვედეთის ნაკრების რეკორდსმენი ვარ. ბევრი რამ მოვიგე “აიაქსში”, “იუვენტუსში”, “ინტერში”, “ბარსელონაში”, “მილანში”, “პარი სენ-ჟერმენში”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “გალაქსიში”.

და თუ მე არ ვიცი, როგორ ვიმუშავო გუნდურად, რატომ მქონდა მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში თამაშის პატივი და რატომ ვიგებდი? დამიჯერეთ, ვიცი, როგორ უნდა მოვიგოთ,” – აცხადებს იბრაჰიმოვიჩი.

რატომ თქვა უარი იბრაჰიმოვიჩმა ჩინური კლუბის ასმილიონიან შეთავაზებაზე?

დღეს ზლატან იბრაჰიმოვიჩი აშშ-ს ერთ-ერთ ტელევიზიაში ჰყავდათ მიწვეული. შვედმა ფეხბურთელმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. მათ შორის იყო ის პერიოდი, როცა მას “მანჩესტერის” დატოვების შემდეგ გადაწყვეტილება უნდა მიეღო იმის შესახებ, თუ სად გადასულიყო.

ერთ-ერთ მომენტში სპორტსმენმა განაცხადა, რომ ჩინური გუნდი მას 100 მილიონ ევროს სთავაზობდა ხელფასის სახით. ჟურნალისტმა ზლატანს ჰკითხა, რატომ თქვა ასეთ საოცარ შემოთავაზებაზე უარი. “იბრამ” მიუგო: “ფული არაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ბევრი ფული მნიშვნელოვანია. ასი მილიონი ჩემთვის საკმარისი არ იყო,” – დაასრულა შვედმა.

იბრაჰიმოვიჩი: “შვედეთი მუნდიალის ფავორიტია, ზლატანის გარეშე უფრო ძლიერები არიან”

“ლოს-ანჯელეს გალაქსის” შვედი სუპერვარსკვლავი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში არ შეიყვანეს, რასაც ეს უკანასკნელი თავის სტილში გამოეხმაურა.

ზლატანი, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში, ნაკრებში დაბრუნების შანსი არ გამორიცხა, აცხადებს: “მას შემდეგ, რაც სანაკრებო კარიერა დავასრულე, შვედეთის სახელით არ მითამაშია. ასე რომ, გასაკვირი არაფერია.

დავესწრები თუ არა მსოფლიო ჩემპიონატს? რა თქმა უნდა, იქ ვიქნები. ამას ყოველთვის ვამბობდი, დაწყებისთანავე გავფრინდები რუსეთში.

ვფიქრობ, რომ შვედეთის ნაკრები მუნდიალის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, თანაც ისინი ზლატანის გარეშე უფრო ძლიერები არიან,” – აცხადებს ამერიკულ ლიგაში მოთამაშე იბრაჰიმოვიჩი.

იბრაჰიმოვიჩი: “ყველა ფილმს კარგი დასაწყისი აქვს”

ფეხბურთის შვედმა სუპერვარსკვლავმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ამერიკულ საფეხბურთო ლიგას საკუთარი თავი შაბათს წარუდგინა და სადებიუტო მატჩში დუბლიც კი გაიფორმა.

“ყველა ფილმს კარგი დასაწყისი აქვს და იმედი მაქვს, რომ დასასრულიც ასეთივე იქნება. ბრწყინვალე სტარტი გამომივიდა, ორი გოლი პირველივე მატჩში – მოლოდინები ძალიან მაღალია.

ჩემი თავისგან ძალიან ბევრს ვითხოვ. ყოველ ჯერზე, როდესაც ვთამაშობ, მინდა გავიბრწყინო, რადგანაც ვიცი და მჯერა, რომ ეს შემიძლია. მინდა ყოველთვის მაქსიმუმი გავაკეთო.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ტრავმის შემდეგ ისევ ვთამაშობ და ვიცი, რომ ადაპტაციისთვის დრო დამჭირდება. ბუცების ჩაცმისას, ყოველთვის ამაზე ვფიქრობ და მადლობელი ვარ, მინდორზე ყოფნისთვის,” – აცხადებს “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვარსკვლავი.

იბრაჰიმოვიჩი: “მოურინიო ისევ “განსაკუთრებულია”, მაგრამ ტიტულის მოგება სჭირდება”

“ლოს ანჯელეს გალაქსის” შვედმა ახალწვეულმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, პრესასთან “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული დრო გაიხსენა და ჟოზე მოურინიოს ტიტულების მოგებისკენ მოუწოდა.

“მოურინიო ძალიან მომწონს და დიდ პატივსაც ვცემ, ის ნამდვილად “განსაკუთრებულია”. მაგრამ მას აუცილებლად სჭირდება კიდევ ერთი დიდი ტიტულის მოგება.

მას მოგება ძალიან უყვარს, როდესაც სადმე მიდის, ყოველთვის ეს არის მისი მიზანი. მისი წყალობით თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი და ამავდროულად პასუხისმგებლობასაც ვიზიარებდი.

გასულ წელი ძალიან წარმატებული იყო, რადგანაც ახალი მწვრთნელისა და შეუთამაშებელი ფეხბურთელების ყოლი ფონზე რამდენიმე ტიტული მოვიგეთ. “მანჩესტერ იუნაიტედი” დიდი კლუბია და ვალდებულია, რომ მოიგოს, სულ მოიგოს.

ჟოზემ უნდა მოიგოს, თუ არ იგებ, ეს იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო არ ხარ,” – აცხადებს შვედი ვარსკვლავი.

იბრაჰიმოვიჩი “ნიუკასლთან” მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” შვედი თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი უკვე დასრულებულია და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ფეხბურთელი, შესაძლოა, მინდორზე დღეს ვიხილოთ.

“დასაწყისისთვის, ზლატანს “ნიუკასლთან” მატჩში სათადარიგოთა სკამზე დავსვავთ,” – აცხადებს “წითელი ეშმაკუნების” პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო.

მოურინიომ ორი თავდამსხმელით თამაშის ვარიანტზეც გააკეთა კომენტარი: “მიმდინარე სეზონში ჩვენ რამდენიმეჯერ უკვე ვითამაშეთ ორი შემტევით. ეს ფორმაცია განსაკუთრებით საჭირო მაშინ არის, როდესაც სამი ცენტრალური მცველისა და გარემარბების იმედზე ვართ. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, რომ ლუკაკუმ და იბრაჰიმოვიჩმა ერთად ითამაშონ.”

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით ჩატარებულ 46 მატჩში ზლატანმა 28 გოლის გატანა შეძლო.

იბრაჰიმოვიჩი: “დავბრუნდი, რათა დაწყებული საქმე დავასრულო”

გასულ სეზონში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებას ყველა მოუთმენლად ელოდება. “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელმა ინგლისურ გამოცემა Sky Sports-თან ისაუბრა.

შვედმა იმ მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც მან “იუნაიტედთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა: “დავბრუნდი, რათა დაწყებული საქმე დავასრულო. ამ ტრავმის შემდეგ, ყველა ფირობდა, რომ ეს დასასრული იყო. პირველ სეზონში მოვახერხეთ და სამ ტიტულს დავეუფლეთ, მაგრამ პრემიერ ლიგის მოგება ვერ მოვახერხეთ. რაც გასულ წელს დავიწყეთ, წელს აუცილებლად დასრულდება. სწორედ ესაა ჩემი მიზანი. ვაპირებ დავუმტკიცო მათ, რომ მე ეს შემიძლია.” – აცხადებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მედიკოსების ვარაუდით, შვედი ფეხბურთელი დეკემბერში მოახერხებს მინდორზე გასვლას. შეგახსენებთ, რომ ზლატანმა ტრავმა ევროპა ლიგის შეხვედრაში მიიღო, “ანდერლეხტის” წინააღმდეგ.

მოურინიო: “იბრაჰიმოვიჩმა გიჟური რაღაცების კეთება უნდა შეწყვიტოს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო თვლის, რომ ის მეთოდები, რომლის მეშვეობითაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებას ცდილობს, საპირისპიროდ მოქმედებს.

“ჩვენს გუნდს იბრაჰიმოვიჩი სჭირდება. ჩვენ მას მოთმინებით ველით, მოთმინება თვითონაც უნდა გამოიჩინოს. არაა საჭირო სიტუაციის გართულება.

იბრაჰიმოვიჩმა ემოციები უნდა მოთოკოს და გიჟური რაღაცების კეთებას უნდა მოეშავს, რაც მისი აზრით ამ პროცესს აჩქარებს. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი. ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს.

ჩვენ ის ოპტიმალურ ფორმაში მყოფი გვჭირდება,” – აცხადებს მოურინიო.

შეგახსენებთ, რომ შვედმა ვარსკვლავმა ტრავმა ევროპა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში მიიღო, როდესაც ზლატანი “ანდერლეხტის” წინააღმდეგ თამაშობდა და მას შემდეგ ლაზარეთში იმყოფება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი მომდენვო კლუბზე: “წინ დიდი სიახლე გელით”

“მანჩესტერ იუნაიტედის” შვედი სუპერვარსკვლავი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც ახლახან ამოეწურა კონტრაქტი მანჩესტერულ კლუბთან, საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს.

ინგლისური პრესის ცნობით, ზლატანმა თავის აგენტთან, მინო რაიოლასთან საიდუმლო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა სამომავლო ვარიანტები განიხილეს და გადაწყვეტილებაც მიიღეს.

“წინ დიდი სიახლე გელით. უზარმაზარი იქნება,” – განუცხადა შვედმა ფეხბურთელებს ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ “ინტერისა” და “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა “იუნაიტედის” სადებიუტო სეზონში 28 გოლის გატანა შეძლო.