კონფლიქტი ხორვატიასთან მატჩის შემდეგ: “ათჯერ მკითხე, ვისი ყოფნა მინდოდა შემადგენლობაში”

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, ხორვატიასთან განცდილი მარცხის შემდეგ არგენტინელთა ბანაკში მომხდარი კონფლიქტის დეტალებს სანდო არგენტინული წყარო (Ole) გვაცნობს.

ამის შესახებ ჟურნალისტი არიელ სენოსიანი თავის წიგნში, “მუნდიალის ისტორია”, წერს. ციტირებულ ნაწილში ნათლად ჩანს, თუ როგორ განუდგნენ ნაკრების ფეხბურთელები ხორხე სამპაოლის.

ერთ-ერთი არგენტინელი ფეხბურთელი: “წარმოდგენა არ გვაქვს, რას ამბობთ. უკვე აღარ გენდობით და გვინდა, საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ.”

სამპაოლი: “აზრი, რის შესახებ?”

არგენტინელი ფეხბურთელი: “ყველაფერზე”.

სამპაოლი: “ანუ, გინდათ, რომ თქვენ თვითონ შეადგინოთ შემადგენლობა, ივარჯიშოთ და ყველაფერი თქვენით გააკეთოთ?”

მესი: “უკვე ათჯერ მკითხე, ვინ მინდოდა ყოფილიყო შემადგენლობაში და ვინ – არა. არასოდეს არ დამისახელებია რომელიმე ფეხბურთელის სახელი. თქვით, ოდესმე მითქვამს?”

ამის შემდეგ საუბარში არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კლაუდიო ტაპია ერთვება და სამპაოლის ამ სიტყვებით მიმართავს – “სჯობს, დანებდე”.

როგორ გამოეხმაურა კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრების გაჩემპიონებას

მადრიდის “რეალის” ფრანგი თავდამსხმელი კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა. ბენზემამ, რომელსაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება არ მისცეს, ნაკრებს სოციალურ ქსელში მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა ნაკრებში 2015 წელს მომხდარი სკანდალის შემდეგ არ თამაშობს. ამ უკანასკნელს ვალბუენას შანტაჟში ედება ბრალი.

“გილოცავთ, ბიჭებო! კარგი იყო! მსოფლიოს ჩემპიონები!” – ვკითხულობთ ბენზემას ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე.

Felicitation les gars!!! Well done. World champs ????

A post shared by Karim Benzema (@karimbenzema) on

ედენ აზარი: “ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დავიმსახურე”

ბელგიის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ედენ აზარმა, მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში გამარჯვების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

“თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩვენ სასწაული გავაკეთეთ, შეუძლებელი შევძელით. მესმის, რომ დღევანდელი მატჩი ხვალინდელთან შედარებით ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ ჩვენთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მსოფლიო ჩემპიონატი იდეალური იყო ჩვენთვის. ახლა კი მომავალზე უნდა ვიზრუნოთ.

ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დავიმსახურე, თუმცა ასე ფიქრობენ სხვებიც. ჩემთვის ასეთი საკითხები ყოველთვის მეორეხარისხოვანია. მთავარია, გუნდი გაძლიერდეს და წარმატებული იყოს. თუ ამ პრიზს მომცემენ, ბედნეირი ვიქნები.

ხვალინდელი ფინალი? თუ ჩემს შვილებს მოუნდებათ, ვუყურებთ და თუ სხვა რამის ყურების სურვილი ექნებათ, მაშინ – არა,” – აცხადებს აზარი.

ჟოზე მოურინიომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ფავორიტი დაასახელა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, რომელიც აქტიურად ადევნებს თვალს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს, ფინალში ფავორიტად საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს მიიჩნევს.

“ფავორიტი, რა თმა უნდა, საფრანგეთია. თუმცა, ყოველთვის ამბობენ, რომ ფინალს ფავორიტი არ ჰყავს. ასეთ მატჩში ორივე გუნდი აუცილებლად მოსაგებად უნდა გავიდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ხორვატებს ასეთი დამოკიდებულება ექნებათ.

დამატებითი ერთი დღე ფრანგების მარაგში, შესაძლოა, ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. მაგრამ ხორვატებს ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ – ლუკა მოდრიჩი, მარიო მანძუკიჩი, ივან პერიშიჩი. მათ მოგების ყველანაირი შანსი აქვთ.

ვფიქრობ, რომ თანაბარ თამაშს ვიხილავთ. თამაში თუ გაიხსნება, ხორვატიას ნაკლები შანსი ექნება. მაგრამ მჯერა, რომ ხორვატების მებრძოლი სული ყველაფერს გააკეთებს მოსაგებად,” – აცხადებს მოურინიო.

რაკიტიჩი: “თუ მოვიგებთ, ამას შუბლზე აღვინიშნავ, მაგრამ ჯერ მეუღლეს დავეკითხები”

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ ივან რაკიტიჩი საკმაოდ საინტერესო პირობას დებს. ამ უკანასკნელის თქმით, მუნდიალის მოგების შემთხვევაში, ამ მოგებას შუბლზე აღინიშნავს.

კითხვას, აპირებდა თუ არა ტატუს გაკეთებას, მან ასე უპასუხა:”შუბლზე! თუ მოვიგებთ, ამ გამარჯვებას შუბლზე აღვინიშნავ, იქ ამისთვის დიდი ადგილია, როგორც ხედავთ! მაგრამ ჯერ ჩემს მეუღლეს უნდა დავეკითხო.

ვგრძნობ, რომ ჩვენ ათასობით ფანი გვიგულშემატკივრებს. წერილებს ვღებულობ არგენტინიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. ფანტასტიკური გრზნობაა.

ფინალში გასვლა დავიმსახურეთ, გვინდა მსოფლიოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგი მისაღწევად,” – აცხადებს რაკიტიჩი.

ვის უგულშემატკივრებს მანუელ ნოიერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში?

გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მეკარე, მანუელ ნოიერი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს ჯგუფრ ეტაპში გამოეთიშა, ფინალურ მატჩზე გააკეთა მცირე კომენტარი.

“კვირას ნეიტრალური გულშემატკივარი ვიქნები. ორივე გუნდს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებთანაც სასიამოვნო კავშირი მაქვს.

რაკიტიჩთან მუდმივი კონტაქტი მქონდა “შალკეში” თამაშის დროს. კორენტინ ტოლისო კი ჩემი თანაგუნდელია მიუნხენის “ბაიერნში”. ორივე მათგანს წარმატებებს ვუსურვებ,” – ვკითხულობთ ნოიერის წერილში.

ინგლისის ნაკრებმა სათამაშო ქათმებით ივარჯიშა (ფოტო)

სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური მატჩის დაწყებამდე. გუნდებმა უკვე დაასრულეს მზადება მატჩისათვის.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეს ინგლისელებმა ვარჯიშისთვის სათამაშო ქათმები გამოიყენეს, რაც ძალიან პოპულარულია დღევანდელ ბაზარზე. ფეხბურთელები ერთმანეთს ესროდნენ სათამაშოებს, ისე რომ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს არ წაერთვათ.

იბრაჰიმოვიჩი: “შვედეთის ნაკრების ყოველ ფეხბურთელს უნდა გადასცენ ოქროს ბურთი”

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა შვედეთის საფეხბურთო ნაკრებით, მსოფლიო ჩემპიონატიდან ამ უკანასკნელი გუნდის ვარადნას საინტერესო ეხმაურება.

“შვედეთის ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს უნდა გადასცენ ოქროს ბურთი, რათა ყოველთვის გვახსოვდეს, თუ რა გააკეთეს მსოფლიო ჩემპიონატზე. მადლობას გიხდით ამ სანახაობისთვის,” – ვკითხულობთ იბრაჰიმოვიჩის ოფიციალურ წერილში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის სურივლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც გამოთქვა, თუმცა მწვრთნელმა მის წაყვანაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ შვედები მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში ასპარეზობდნენ მექსიკის, სამხრეთ კორეისა და გერმანიის ნაკრებებთან ერთად. ჯგუფიდან პირველი ადგილით გასულმა შვედეთმა შვეიცარიის დამარცხებაც შეძლო პლეი-ოფში, თუმცა ინგლისთან ვერაფერი გააწყო.

იბრაჰიმოვიჩისა და ბექჰემის ნიძლავი შვედეთი-ინგლისის მატჩზე

7 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის კიდევ ორი მატჩი გაიმართება. ერთ-ერთ მათგანში შვედეთისა და ინგლისის საფეხბურთო ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

შვედეთის ნაკრების ყოფილმა ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, დევიდ ბექჰემს საინტერესო ნიძლავი შესთავაზა. შეგახსენებთ, რომ ეს ორი ფეხბურთელი ერთად “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში თამაშობდა.

იმ შემთხვევაში, თუ ინგლისი ხვალინდელ მატჩში გაიმარჯვებს, ზლატანს ბექჰემის დაპატიჟება მოუწევს სადილზე მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, ხოლო თუ შვედეთი მოიგებს, ბექჰემმა ნებისმიერი რამ უნდა უყიდოს Ikea-ს კატალოგიდან.

ედინსონ კავანი: “ვამაყობ, ურუგვაელი რომ ვარ”

ურუგვაის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ედინსონ კავანიმ, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ, პრესასთან კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, ურუგვაი საფრანგეთთან ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.

“გულგატეხილი ვარ? რა თქმა უნდა… თუმცა ამავდროულად ვამაყობ, რომ ღმერთმა ამ ოჯახში ყოფნის უფლება მომცა, მოედანზე თუ მის მიღმა.

ვამაყობ, რომ ურუგვაელი ვარ და ამავდროულად ძალიან ვწუხვარ ამ შედეგით. ესეც ცხოვრების ნაწილია და მნიშვნელოვანია, რომ ფეხზე წამოვდგეთ! ჩვენი თავგადასავალი გრძელდება,” – აცხადებს კავანი.

შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელმა ამ მატჩში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო.

გერმანიაში იოაჰიმ ლიოვს სრულ ნდობას უცხადებენ

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი სენსაციის შემდეგ, რომელიც გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა შემოგვთავაზა (ჯგუფში ჩარჩენით), ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კითხვას გაეცა პასუხი – გაათავისუფლებენ თუ არა იოაჰიმ ლიოვს “ბუნდესნაკრების” თავკაცის პოსტიდან.

გერმანულ ტაბლოიდ Bild-ს თუ დავუჯერებთ, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავარდნის მიუხედავად, გერმანიაში ლიოვს სრულ ნდობას უცხადებენ. ასე რომ, გერმანელებს უახლოეს მოამვალში კვლავ 58 წლის სპეციალისტი გაწვრთნის.

ლიოვს გერმანიის ნაკრებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, თუმცა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ მას მიზნად 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგება დაუსახა.

ფაბიან დელფმა მსოფლიო ჩემპიონატი მეუღლის მხარდასაჭერად დატოვა

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეტ საუთგეიტი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფაბიან დელფმა “სამი ლომი” დატოვა და შინ დაბურნდა, რათა მეუღლე მშობიარობისთვის მოამზადოს.

“შვილის დაბადების დღე – უნიკალური რამ არის. ვფიქრობ, ფეხბურთზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობენ და ერთ-ერთი მათგანი სწორედ ოჯახია. ახლა ის სწორედ თავისი ოჯახის გვერდით უნდა იყოს.

შესაძლოა, ის გუნდს დაუბრუნდეს, მაგრამ ყველაფერი მის მეუღლეზეა დამოკიდებული. პრიორიტეტები სწორად უნდა ავირჩიოთ,” – აცხადებს საუთგეიტი.

დელფმა პანამის ნაკრებთან მატჩში 28 წუთი ითამაშა, ბელგიასთან – 90.