ბენზემა კოვიდინფიცირებულია

მადრიდის “რეალის” ფორვარდ კარიმ ბენზემას ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა. 33 წლის ფეხბურთელმა კოვიდშემოწმება სანაკრებო ბანაკიდან კლუბში დაბრუნების შემდეგ გაიარა.

კარიმ ბენზემამ 2020-2021 წლების სეზონში “რეალის” ფორმით 46 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ევრო-2020-ზე მისმა საფრანგეთის ნაკრებმა მერვედფინალურ ეტაპამდე ითამაშა, სადაც შვეიცარიის ეროვნულ გუნდთან პენალტების სერიაში (3:3; პენ: 4:5) დამარცხდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის ახალი სეზონი 13 აგვისტოს გაიხსნება. “რეალი” პირველი ტურის შეხვედრას 14 აგვისტოს, სტუმრად “ალავესთან” ჩაატარებს.

დეშამმა ნაკრებში ბენზემას გამოძახების ფაქტი განმარტა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის განაცხადში მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კარიმ ბენზემა შეიყვანა.

33 წლის ფეხბურთელს “მამლების” რიგებში 2015 წლის შემდეგ არ უთამაშია. ბენზემასთვის ეროვნული ნაკრების კარი მას შემდეგ დაიხურა, რაც მატიე ვალბუენამ ის შანტაჟში დაადანაშაულა. კერძოდ, ვალბუენა ამტკიცებდა, რომ ბენზემას მისი მონაწილეობით ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა ჰქონდა და კრიმინალებთან თანამშრომლობდა, რომლებიც მატიეს დიდი თანხის გადახდას აიძულებდნენ. სასამართლომ ბენზემა უდანაშაულოდ ცნო, თუმცა 33 წლის ფეხბურთელს ნაკრებში მაინც არ იწვევდნენ.

ექვსწლიანი პაუზის შემდეგ დეშამმა ბენზემას უხმო და ეს გადაწყვეტილება დღეს განმარტა კიდეც.

“შეუძლებელია წარსულში დაბრუნება და რაიმეს შეცვლა. ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელი და ხვალინდელი დღეა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, კარიმს შევხვდი, ბევრი ვისაუბრეთ. შეხვედრის შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი ამ გადაწყვეტილების შესახებ. ვერ გეტყვით, რაზე ვისაუბრეთ, ეს მხოლოდ ჩვენ გვეხება. ეს ორივე ჩვენგანს გვჭირდებოდა. რთული სიტუაციები გამომივლია და პირად ინტერესებს ყოველთვის უგულებელვყოფდი. საფრანგეთის ნაკრები ჩემი საკუთრება არ არის.

ოლივიე ჟირუს საფრთხე შეექმნა? აუცილებელი არ არის, ასე ვიფიქროთ. კონკურენცია ყოველთვის არის. ისინი სამი წლის განმავლობაში ერთ გუნდში იყვნენ. მათი ერთად ყოფნა კარგი იდეაა თუ ცუდი, ამას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გავიგებთ”, – ციტირებს დეშამის სიტყვებს L’Equipe-ი.

ფრანგები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანელების, უნგრელებისა და პორტუგალიელების წინააღმდეგ ითამაშებენ.

დეშამი ევრო-2020-ისთვის ნაკრებში ბენზემას გამოძახებას აპირებს

ფრანგული პრესის ცნობით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდში მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კარიმ ბენზემას გამოძახებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფორვარდისთვის “მამლების” კარი 2016 წელს დაიხურა, მას შემდეგ, რაც მატიე ვალბუენამ ის შანტაჟში დაადანაშაულა. კერძოდ, ვალბუენა ამტკიცებდა, რომ ბენზემას მისი მონაწილეობით ინტიმური შინაარსის ამსახველი ვიდეომასალა ჰქონდა და კრიმინალებთან თანამშრომლობდა, რომლებიც მატიეს დიდი თანხის გადახდას აიძულებდნენ. სასამართლომ ბენზემა უდანაშაულოდ ცნო, თუმცა 33 წლის ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში დღემდე არ მიუწვევიათ.

ფრანგები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანელების, უნგრელებისა და პორტუგალიელების წინააღმდეგ ითამაშებენ.

დე ლაურენტისი: “ბენზემა და დი მარია? რატომ უნდა ვიყიდო ორი ასაკოვანი ფეხბურთელი”

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ბოლო დროს უცხოურ პრესაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა და საკუთარი პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ დააფიქსირა.

“ვცდილობ თუ არა ბენზემასა და დი მარიას დამატებას? რა თქმა უნდა, არა. მე ახალგაზრდა ფეხბურთელები მჭირდება. რატომ უნდა ვიყიდო ორი ასაკოვანი მოთამაშე? ამას მათდამი დიდი პატივისცემით ვამბობ.

ფანების მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილო? ისინი გულშემატკივრები არიან, რომელთაც დიდ პატივს ვცემ და არა დირექტორები. იმედი მაქვს, სიმშვიდეს შეინარჩუნებენ და მუშაობის საშუალებას მოგვცემენ.

ედინსონ კავანი? ეს ფეხბურთელი ყოველ ათ თვეში 20 მილიონ ევროს იღებს გადასახადების გარეშე, არამგონია, მას კარიერის ბოლოს ისეთ კლუბში მოუნდეს თამაში, სადაც ხელფასი გაუნახევრდება,” – განაცხადა დე ლაურენტისმა.

“ნაპოლი” ბენზემას ტრანსფერს უმიზნებს

“ნაპოლის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, გუნდში კარიმ ბენზემას მოყვანის სურვილი გამოთქვა, რომელთან ერთადაც მუშაობის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Daily Mirror ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, “იუვენტუსის” ტრანსფერის საპასუხოდ, “ნეაპოლიტანელები” მზად არიან ბენზემას სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო შესთავაზონ მადრიდულ გრანდს.

იქიდან გამომდინარე, რომ “რეალი” ზინედინ ზიდანმა და კრიშტიანუ რონალდუმ დატოვეს, ბენზემას წასვლის ალბათობა ძალიან დიდია. თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ “რეალში” ყოფნისას კარლო ანჩელოტი მუდმივად იცავდა ფრანგ თავდამსხმელს.

სტატისტიკისთვის გეტყვიტ, რომ კარიმ ბენზემა “ბერნაბეუზე” 2009 წლიდან გამოდის. მის ანგარიშზე კი 413 ოფიციალურ მატჩში გატანილი 192 გოლია.

როგორ გამოეხმაურა კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრების გაჩემპიონებას

მადრიდის “რეალის” ფრანგი თავდამსხმელი კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა. ბენზემამ, რომელსაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება არ მისცეს, ნაკრებს სოციალურ ქსელში მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ბენზემა ნაკრებში 2015 წელს მომხდარი სკანდალის შემდეგ არ თამაშობს. ამ უკანასკნელს ვალბუენას შანტაჟში ედება ბრალი.

“გილოცავთ, ბიჭებო! კარგი იყო! მსოფლიოს ჩემპიონები!” – ვკითხულობთ ბენზემას ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე.

Felicitation les gars!!! Well done. World champs ????

A post shared by Karim Benzema (@karimbenzema) on

საფრანგეთის პრეზიდენტი ბენზემაზე: “ტალანტებიც კი, შესაძლოა, მწვრთნელმა არ გამოიძახოს ნაკრებში”

კარიმ ბენზემა კიდევ ერთ სანაკრებო ტურნირს, მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს. საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ამ თემაზე ჰკითხეს.

“მე რესპუბლიკის პრეზიდენტი ვარ და არა საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი. მიყვარს ფეხბურთის და შემიძლია, აზრი დავაფიქსირო ამ საკითხზე, თუმცა ბოლოს ნებისმიერ რამეს დიდიე დეშამი წყვეტს. მას ვენდობი. მწვრთნელის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არ იმოქმედებს ბენზემას მადრიდის “რეალში” თამაშზე. მან ესპანეთში ასპარეზობისას, ბევრჯერ გაიბრწყინა. ბენზემა კარგად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე. თუმცა, ფეხბურთში არის წესები, რომელიც მწვრთნელმა კარგად იცის. შესაბამისად, შეიძლება დიდი ტალანტის მქონე ფეხბურთელიც კი, თუ ის გუნდს ვერ ეწყობა, იგნორირებული იყოს,” – ამბობს მაკრონი.

ბენზემა ფინალში გატანილ გოლზე: “ეს იღბლის დამსახურება არ იყო”

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა, კარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ ფინალში, მერსესაიდის “ლივერპულის” მეკარის, ლორის კარიუსის შეცდომის შემდეგ, ანგარიში გახსნა. იმ მომენტზე ფრაგნმა კომენტარი გააკეთა.

“ეს გოლი იღბლის დამსახურება არ იყო. შენ სწორ დროს სწორ ადგილზე უნდა იყო. არ მჯერა იღბლის, მხოლოდ მძიმე შრომის მწამს. შესაძლოა, ეს მარტივი გოლი იყო, თუმცა იმ ადგილზე უნდა ყოფილიყავი, რომ გაგეტანა,” – ამბობს ალჟირელი.

რამდენი პასი გააკეთა “რეალმა” ბენზემას მიერ თავით გატანილ გოლამდე? (ფოტო)

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “რეალმა” და მიუნხენის “ბაიერნმა” ფრე, 2:2 ითამაშეს, ანუ ორი მატჩის ჯამში 4-3 “ბლანკოსის” სასარგებლოდ. ფინალში, სწორედ მადრიდელები გავიდნენ.

საგულისხმოა, რომ მესამე წუთზე იოზუა კიმიხის გოლს, კარიმ ბენზემამ მეთერთმეტე წუთზე უპასუხა. ფრანგმა თავით შეაგდო. მის გოლამდე, “ბლანკოსმა” ზუსტად 28 პასის გაკეთება შეძლო.

გეტყვით, რომ უკეთესი შედეგი მხოლოდ “ბარსელონას” აქვს, როცა ჯგუფურ ეტაპზე ლუკა დინის აქვს, რომელიც მან “ოლიმპიაკოსს” გაუტანა.

 

ზიდანმა ბენზემასა და ბეილის მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა პრესასთან კარიმ ბენზემასა და გარეთ ბეილის საკითხი განიხილა. შეგახსენებთ, რომ ამ ფეხბურთელებს ექსპერტთა დიდი ნაწილი “ბერნაბეუდან” წასვლას უწინასწარმეტყველებს.

“ჩვენ ეს ისინი ძალიან გვჭირდება და მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რათა სხვისმა ნათქვამმა მათ თამაშზე გავლენა არ იქონიოს. ისინი ჩვენთან დარჩებიან.

ძალიან კარგად ვიცი, რომ ყველას უნდა თამაში, მაგრამ ეს შეუძლებელია. ეს გზავნილი ყველას ეხება, არა მხოლოდ ბეილსა და ბენზემას, ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ და თითოეული ჩვენგანი ძალიან მნიშვნელოვანია.

კარვახალისა და ისკოს ტრავმები? ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ დროს გამოგვაკლდნენ, მაგრამ ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. რა თქმა უნდა, რისკზე წასვლას არ ვაპირებთ. ფეხბურთელი ყველაზე მნიშვნელოვანია,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ბენზემა: “ხალხი ყოველთვის აკრიტიკებდა დიდ ფეხბურთელებს”

საკმაოდ დიდი ხანია, რაც მადრიდული პუბლიკა უკმაყოფილოდ არის განწყობილი “ბლანკოსის” ფრანგი თავდამსხმელის, კარიმ ბენზემასადმი და კლუბიდან მის წასვლას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი თავად ფეხბურთლმა გააკეთა.

“ფეხბურთს ვთამაშობ, რათა თანაგუნდელებს წარმატების მიღწევაში დავეხმარო და ყველაფერი მოვიგოთ, რისი მოგებაც შესაძლებელია,” – აცხადებს ფრანგი ფეხბურთელი Vanity Fair-თან საუბრისას.

“ძალიან არ მომწონს, როდესაც ხალხი მაშინაც უკმაყოფილოა ჩემით, როდესაც კარგად ვთამაშობ, მაგრამ გოლი არ გამაქვს. მე ფანების იმ კატეგორიას ვაფასებ, რომელიც ჩემს მიერ გაწეულ სამუშაოს ამჩნევს.

მათ, ვინც მოედანზე სტვენისთვის არის მოსული, შეუძლიათ მისტვინონ. ხალხი დიდ ფეხბურთელებს ყოველთვის აკრიტიკებდა. სწორედ ჩვენ ვყიდით გაზეთებს. არ მჭირდება გაზეთის ყიდვა იმის გასაგებად, თუ როდის ვთამაშობ კარგად და როდის – არა,” – დაამატა ბენზემამ.

პერესმა ბენზემას უთხრა, რომ მისთვის ეს ბოლო “ელ კლასიკო” იყო

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ძალიან უკმაყოფილოა კარიმ ბენზემას ბოლოდროინდელი ასპარეზობით და მის გაშვებას გეგმავს. პერესმა ფრანგ შემტევს ეს გადაწყვეტილება წაგებული “კლასიკოს” შემდეგ გააცნო.

როგორც იცით, 23 დეკემბერს გამართულ “კლასიკოში” მადრიდელები საკუთარ კედელში განადგურდნენ (0:3). ეს შედეგი კი უმეტესწილად პირველ ტაიმში მადრიდელთა მიერ გამოუყენებელმა მომენტებმა გამოიყენა, რაშიც პერესი ბენზემას ადანაშაულებს.

ბრიტანული Express-ის ცნობით, “ბარსელონასთან” მატჩის შემდეგ პერესი პირადად მივიდა ბენზემასთან და უთხრა, რომ კლუბი იანვარში უნდა დაეტოვებინა.

ბენზემამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა. მის პოტენციურ შემცვლელებად მაურო იკარდისა და ჰარი კეინს მოისაზრებენ.