ეუსებიო დი ფრანჩესკო: “ოთხშაბათს მოედანი თავაწეულებმა უნდა დავტოვოთ”

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში რომის “რომა” სტუმრად, მერსესაიდის “ლივერპულთან” ანგარიშით, 2-5 დამარცხდა. დღეს იტალიელებმა ქვეყნის ჩემპიონატში “კიევოს” სძლიეს (4-1). მატჩის შემდეგ რომაელთა მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო ჟურნალისტებს ესაუბრა და “ლივერპულთან” დაპირისპირებაზეც გააკეთა კომენტარი.

“აუცილებელია, რომ ჩვენი ფიზიკური და მენტალური ენერგია აღვიდგინოთ. ოთხშაბათს, მატჩი ისე უნდა დავტოვოთ, რომ ვიცოდეთ, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ ფინალში გასასვლელად. ბოლო დროს ვაჩვენეთ მსოფლიოს, რომ კარგი შედეგების მიღწევა შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგაზე. უნდა ვირწმუნოთ, ეს ფუნდამენტალურია!” – ამბობს “რომას” თავკაცი.

დი ფრანჩესკოს კომენტარი “ლივერპულთან” მარცხის შემდეგ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 5-2 გაანადგურა. მარცხის შემდეგ, იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ კომენტარი გააკეთა.

“კარგად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ თავი დავკარგეთ. თამაშიდან ამოვვარდით და როცა დავბრუნდით, უკვე გვიან იყო. უნდა ვირწმუნოთ, რომ ამ ანგარიშის შემოტრიალება შეგვიძლია. ჩემი აზრით, ეს არ იქნება ისეთი შეხვედრა, როგორიც “ბარსელონასთან” ჩავატარეთ. გაცილებით რთულ დაპირისპირებას ველი. თუმცა, ჩვენი თავების უნდა ვირწმუნოთ. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ბოლოს, როცა ორჯერ გავუტანეთ მეტოქეს. სალაჰს ჟესუსის წინააღმდეგ ერთი-ერთზე თამაში ბევრჯერ მოუწია. ასეთი რამის ვარაუდი შეიძლებოდა მარტივად, რადგან წინ სამი შემტევი ჰყავთ. აქედან დაიწყო ყველაფერი – წავაგეთ ბევრი დუელი, გავუშვით პირველი გოლი, რასაც შემდეგ მთლიანად კონტროლის დაკარგვა მოჰყვა,” – ამბობს დი ფრანჩესკო.

ოფიციალურად: “რომა” ეუსებიო დი ფრანჩესკომ ჩაიბარა

“რომას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეუსებიო დი ფრანჩესკოს დანიშვნის შესახებ.

როგორც ცნობილი ხდება, 47 წლის სპეციალისტმა რომაულ გრანდთან 2019 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. “მგლების” თავკაცის პოსტზე ფრანჩესკომ ლუჩიანო სპალეტი უნდა შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში დი ფრანჩესკო იტალიურ სერია ა-ში მოთამაშე “სასუოლოს” წვრთნიდა და ეს გუნდი ევროპა ლიგაზეც გაიყვანა.

გეტყვით იმასაც, რომ დი ფრანჩესკოს “რომაში” ოთხი სეზონი აქვს გატარებული ფეხბურთელის რანგში (1997-2001).