ლემარი: “იმედია, ეს კლუბები ისევ შემომთავაზებენ კონტრაქტებს”

“მონაკოს” 22 წლის ვარსკვლავი, რომლის სანაცვლოდაც “არსენალისა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელები 70 მილიონ ფუნტს იხდიდნენ, იმედს გამოთქვამს, რომ ევროპული გრანდები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კვლავ გამოთქვამენ მისი გადაბირების სურვილს.

კითხვაზე, იყო თუ არა იმედგაცრუებული “მონაკოში” დარჩენით, მან განაცხადა:”შეიძლება ასეცაა. ცოტათი იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ ეს უკვე წარსულია და ამაზე ფიქრი არ ღირს.

მუშაობას გავაგრძელებ და იმედს ვიქონიებ, რომ ამ კლუბებს კვლავ ექნებათ ჩემი გადაბირების სურვილი. მე ყველა წინადადებას განვიხილავ – ფეხბურთის მოთამაშე ვარ, ფეხბურთი მიყვარს და კარს არავის ვუხურავ,” – აცხადებს ლემარი.

ფრანგი ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონის 29 მატჩში გატანილი მხოლოდ სამი გოლია.

ლემარმა “მონაკოსთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა

“მონაკოს” შემტევმა ნახევარმცველმა, ტომას ლემარმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, The Independent ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, 22 წლის ლემარი კარიერის გაგრძელებას მერსესაიდული “ლივერპულის” რიგებში გეგმავს. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ინგლისელებმა 78 მილიონი ფუნტი შესთავაზეს საფრანგეთის ჩემპიონს, თუმცა უარი მიიღეს.

მიმდინარე სეზონში “მონაკოს” ჰავბეკის ანგარიშზე საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 16 მატჩში გატანილი ორი გოლი და გაკეთებული ექვსი საგოლე გადაცემაა.

ტომას ლემარის დამატების სურვილს “ჩელსის” ხელმძღვანელებიც გამოთქვამენ

“მონაკოს” ფრანგი თავდამსხმელის, ტომას ლემარის გადაბირების სურვილს ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებიც გამოთქვამენ. როგორც ცნობილი ხდება, ლემარი ანტონიო კონტეს სამიზნეთა სიაში პირველ პოზიციას იკავებს.

როგორც იცით, ლემარის ტრანსფერზე ზაფხულში საკმაოდ აქტიურად მუშაობდნენ სხვა ინგლისური კლუბებიც, მათ შორის “ლივერპული” და “არსენალიც”. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “მეთოფეებმა” 92 მილიონი ევროც კი შესთავაზეს საფრანგეთის ჩემპიონს, მაგრამ უარი მიიღეს.

საიდუმლო არავისთვისაა ის ფაქტი, რომ ლემარმა “მონაკოში” დარჩენის გადაწყვეტილება ერთი ნათელი მიზეზის გამო მიიღო – ამ უკანასკნელის მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა, რისი მიღწევაც მისი აზრით, “მონაკოს” მაისურით უფრო გაუადვილდებოდა.

ასე რომ, საკმაოდ დიდია შანსი, რომ მიმდინარე სეზონისა და მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლემარმა სერიოზულად იფიქროს “მონაკოს” დატოვებაზე.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 1 სექტემბერი

“ჩელსი” კოშტას “ატლეტიკოში” არ უშვებს

მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები კვლავ ვერ ახერხებენ ლონდონის “ჩელსიდან” დიეგო კოშტას წამოყვანას, რომელიც “არისტოკრატთა” თავკაცის, ანტონიო კონტეს მიერ იქნა დაწუნებული.

The Sun-ის ცნობით, ესპანური კლუბი ყველანაირად ცდილობდა ესპანელი ფეხბურთელის დაბრუნებას, მაგრამ ლონდონელებმა ტრანსფერი მაინც დაბლოკეს.


იოზილი “ბარსელონაში”

“ბარსელონამ” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მთელი ყურადღება ლონდონის “არსენალის” გერმანელ ნახევარმცველზე, მესუთ იოზილზე გადაიტანეს.

როგორც იცით, “ბარსელონელები” საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ ნეიმარის შემცვლელს, თუმცა კოუტინიოს ტრანსფერი არაერთხელ დაიბლოკა და მათი ერთადერთი შანსი ახლა იოზილის გადაბირებაა.


“იუნაიტედი” დოლბერგისთვის ბრძოლაში “ბორუსიასთან” დამარცხდა

“აიაქსის” ახალგაზრდა ვარსკვლავისთვის, კასპერ დოლბერგისთვის ბრძოლაში “მანჩესტერ იუნაიტედი” დორტმუნდის “ბორუსიასთან” დამარცხდა. ამ ინფორმაციას TMW ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, 19 წლის დანიელი ფეხბურთელი გერმანულ გრანდში კარიერას იანვრის თვიდან გააგრძელებს.


ლემარისა და სანჩესის ტრანსფერები ჩაიშალა

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელებმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “მონაკოს” ფრანგი შემტევის, ტომას ლემარის ტრანსფერის განხორციელება ვერ შეძლეს.

შესაბამისად, “მეთოფეებმა” ალექსის სანჩესის ტრანსფერიც დაბლოკეს, რაზეც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მიდიოდა მოლაპარაკებები “მანჩესტერ სიტისა” და “არსენალს” შორის.


ბონიმ “მანჩესტერ სიტი” სატრასნფერო ფანჯრის ბოლო დღეს დატოვა

უილფრედ ბონიმ “მანჩესტერ სიტის” რიგები 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს დატოვა და თავის ყოფილ კლუბთან, “სუონსი სიტისთან” ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

როგორც უკვე გაცნობეთ, უელსური კლუბი ფერნანდო ლორენტემ დატოვა, რომელიც ამიერიდან ლონდონის “ტოტენჰემისთვის” გაიტანს, ესპანელ შემტევს კი სწორედ ბონი შეცვლის.

როგორც ცნობილი ხდება, 28 წლის კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის ტრანსფერში, რომელიც “მანჩესტერ სიტიში” 2015 წელს გადაბარგდა, “სუონსიმ” 12 მილიონი ევრო გადაიხადა.


არსენ ვენგერი: “ლემარს “მონაკოში” დარჩენა უნდოდა”

არსენ ვენგერი ადასტურებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ლონდონის “არსენალის” მფლობელები “მონაკოსთან” ტომას ლემარის ტრანსფერის თაობაზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

“ფეხბურთელმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, მას “მონაკოში” დარჩენა უნდოდა. ასეთ დროს კი ბევრ ლაპარაკს არანაირი აზრი არ აქვს, უბრალოდ პატივი უნდა სცე ფეხბურთელის გადაწყვეტილებას.

ვიცი, რომ დღეს ყველაფერი ფულით გვარდება, მაგრამ ეს ჩვენი სტილი არ არის. ჩვენ კოლეგებსა და ფეხბურთელების გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ ლემარის გადაბირების სურვილს “ლივერპულიც” გამოთქვამდა. “მეთოფეები” კი ფრანგ ფეხბურთელში 92 მილიონ ფუნტს იხდიდნენ.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 6 აგვისტო


“ბარსელონა” დელე ალის ტრანსფერით ინტერესდება

The Express-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, “ბარსელონა” მზადაა, დელე ალის ნეიმარის ტრანსფერიდან შემოსული თანხის ნახევარიც დაახარჯოს.

ნეიმარის შემცვლელად ალისთან ერთად პაულო დიბალას, უსმან დემბელესა და ფილიპე კოუტინიოს მოისაზრებენ.


ბეილს დარჩენა გადააწყვეტინეს

პრესაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, მადრიდის “რეალის” უელსელი ვარსკვლავი, გარეტ ბეილი მომავალ სეზონშიც “რეალის” მაისურით ითამაშებს.

როგორც ცნობილი ხდება, ფლორენტინო პერესს მისი შენარჩუნება მინიმუმ 2018 წლამდე სურს, სანამ მის შეცვლას კილიან მბაპე შეძლებს.


ლემარისთვის ოთხი გრანდი იბრძვის

The Mirror-ს თუ დავუჯერებთ, ლონდონის “არსენალთან” ერთად ტომას ლემარის ტრანსფერისთვის “ლივერპულის”, “მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” ხელმძღვანელები იბრძვიან.

როგორც ცნობილი ხდება, “მეთოფეებმა” სამი ოფიციალური წინადაადებით მიმართეს “მონაკოს”, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონები მის გაყიდვას 50 მილიონ ფუნტზე ნაკლებ თანხად არ აპირებენ.


ვასკესი “რეალს” დატოვებს, თუ…

მადრიდის “რეალის” შემტევი, ლუკას ვასკესი, რომელმაც გასულ სეზონში კარგი თამაშით მთელი საფეხბურთო სამყარო გააოცა, მზადაა, საჭიროების შემთხვევაში “რეალი” დატოვოს.

Don Balon-ის ცნობით, ვასკესი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს უმიზნებს და თუ “რეალი” კილიან მბაპეს დაიმატებს, მზადაა სათამაშო პრაქტიკისთვის სხვა კლუბშიც გადავიდეს.


დემბელემ “ბარსელონას” ინტერესზე ისაუბრა

დორტმუნდის “ბორუსიას” გარემარბმა, უსმან დემბელემ, რომელსაც “ბარსელონაში” ნეიმარის პოტენციურ შემცვლელად მოისაზრებენ, პრესასთან ესპანრი კლუბის ინტერესზე ისაუბრა.

“ბარსელონა” უდიდესი კლუბია და მსოფლიოს ყველა ფეხბურთელს სურს ისეთ კლუბში თამაში, როგორიც “ბარსელონაა”, აცხადებს დემბელე Gol-თან საუბრისას.

“ძალიან მსიამოვნებს, ჩემი ტრანსფერით “ბარსელონას” მსგავსი კლუბი რომ არის დაინტერესებული, ისიც კი სასიამოვნოა, რომ მათ სიაში ვარ. უნდა დავიცადო და ვნახო, რა მოხდება,” – დაამატა მან.


“ბარსელონა” ლემარის ტრანსფერით დაინტერესდა

კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის ვარსკვლავის, ტომას ლემარის ტრანსფერით არიან დაინტერესებულები. ამ ინფორმაციას ფრანგული L’Equipe ადასტურებს.

როგორც იცით, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგები ახლახან დატოვა ნეიმარმა, რომლის შემცვლელიც კლუბს ჯერაც არ მოუძებნია. შესაძლოა, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის ადგილი სწორედ ცაცია გარემარბმა, ტომას ლემარმა დაიკავოს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ 21 წლის ტომას ლემარის ტრნასფერით “არსენალის”, “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელებიც არიან დაინტერესებულები.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 1 აგვისტო


“ბარსელონელებს” ნეიმარის ჭირვეულობა მობეზრდათ

“ბარსელონას” ფეხბურთელების გარკვეული ნაწილი დაიღალა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟით და ამის დაფარვას არც ცდილობეს. ამ ინფორმაციას ესპანური SPORT ავრცელებს.

როგორც იცით, ნეიმარის გადაბირებას ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” ცდილობს. “ბარსელონას” თითქმის ყველა ფეხბურთელი ცდილობდა ნეიმარის გადარწმუნებას, მაგრამ “ბარსელონელები” უკვე დანებდნენ.


“ინტერს” სადიო მანე მოუნდა

Express Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მილანის “ინტერი” მერსესაიდელთა სენეგალელი შემტევის, სადიო მანეს გადაბირებით არის დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი “საუთჰემპტონის” ყოფილი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ფუნტს იხდის.


“ევერტონი” 200 მილიონს დახარჯავს

“ევერტონის” ხელმძღვანელები მზად არიან, რონალდ კუმანს 200 მილიონი ფუნტი გამოუყონ გუნდის გასაძლიერებლად. ამ ინფორმაციას The Mirror ავრცელებს.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, “კამფეტები” პირველ რიგში გილფი სიგურდსონის დამატებას აპირებენ 50 მილიონის სანაცვლოდ. შემდგომ კი რომელუ ლუკაკუს შემცვლელის ჯერ დადგება.


ლემარისთვის “ლივერპულიც” იბრძოლებს

Le 10 Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ინგლისური “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი უკვე ეძებს ფილიპე კოუტინიოს შემცვლელს.

როგორც იცით, “წითლების” ბრაზილიელი შემტევი ძალიან ახლოსაა “ბარსელონაში” გადასვლასთან. კლოპი კი მის პოტენციურ ჩამნაცვლებელს ტომას ლემარში ხედავს.


“ლივერპული” ვან დეიკს უახლოვდება

Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, “ლივერპულის” ხელმძღვანელები ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერზე ფიქრს კვლავ არ წყვეტენ.

როგორც ცნობილი ხდება, “საუთჰემპტონმა” უკვე იპოვა ვან დეიკის პოტენციური შემცვლელის “ლაციოს” უესლი ჰოედტის სახით.


ლემარისთვის “ლივერპულიც” იბრძოლებს

Le 10 Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ინგლისური “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი უკვე ეძებს ფილიპე კოუტინიოს შემცვლელს.

როგორც იცით, “წითლების” ბრაზილიელი შემტევი ძალიან ახლოსაა “ბარსელონაში” გადასვლასთან. კლოპი კი მის პოტენციურ ჩამნაცვლებელს ტომას ლემარში ხედავს.

ლემარის ტრანსფერის განხორციელებას ლონდონის “არსენალიც” ცდილობდა, თუმცა “მონაკოელებმა” “მეთოფეთა” 50-მილიონიანი წინადადება უარით გაისტუმრეს.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 16 ივლისი


ლემარს “არსენალში” უნდა

საფრანგეთის ჩემპიონის, “მონაკოს” რიგებში მოთამაშე ტომას ლემარს კლუბის დატოვება სურს. Daily Star-ის ცნობით, ლემარმა არჩევანი კარიერის ლონდონის “არსენალში” გაგრძელებაზე გააკეთა.

“მეთოფეები” კი მზად არიან ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერში 45 მილიონი ფუნტი დააბანდონ.


სტარიჯმა ჩინეთში გადასვლაზე უარი განაცხადა

Sunday People-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ჩინეთში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, “ბეიჟინ გოანმა” დანიელ სტარიჯს საკმაოდ მსუყე წინადადებით მიმართა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ჩინურ კლუბს სათავეში როჯერ შმიდტი უდგას და სწორედ ის ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებს ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე.


“მანჩესტერ იუნაიტედი” დე ხეას სანაცვლოდ კროოსს ითხოვს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მადრიდის “რეალს” ულტიმატუმს უყენებს. როგორც ცნობილი ხდება, პორტუგალიელი სპეციალისტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემს დე ხეას კლუბიდან წასვლის უფლებას, თუ მის ნაცვლად ტონი კროოსს მიიღებს.


პერიშიჩმა “ინტერის” ბანაკი დატოვა

იტალიურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ივან პერიშიჩმა “ინტერის” ბანაკი გაურკვეველი მიზეზების გამო დატოვა, რისი მიზეზიც შესაძლოა, მასსა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობა იყოს.

როგორც იცით, “წითელი ეშმაკები” საკმაოდ სერიოზულად არიან დაინტერესებულები “ვოლფსბურგის” ყოფილი შემტევის ტრანსფერით და მზად არიან “ნერაძურის” 45 მილიონი ევრო გადაუხადონ.


“მილანს” მოდრიჩიც მოუნდა

Calciomercato-ს ცნობით, “მილანის” ხელმძღვანელები ლეონარდო ბონუჩის გადაბირების შემდეგ, მადრიდის “რეალის” ხორვატი ნახევარმცველის, ლუკა მოდრიჩის ტრანსფერზე გადაერთვნენ.

როგორც ცნობილი ხდება, მოდრიჩი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გულშემატკივრობდა სერია A-ს გიგანტს და მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის საგზურის არქონისა, მაინც დიდია შანსი მან კარიერა “სან სიროზე” გააგრძელოს.


“არსენალმა” “მონაკოს” ახალი შეთავაზება გაუკეთა

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები ახლახან განხორციელებულ ლაკაზეტის ტრანსფერს არ ჯერდებიან და საფრანგეთიდან კიდევ ერთი ვარსკვლავის წამოყვანას აპირებენ.

L’Equipe-ს ცნობით, საქმე ამჯერად ტომას ლემარის ტრანსფერთან გვაქვს, რომელზეც მეთოფეები კარგა ხანია, მუშაობენ და უკვე გაუგზავნეს კიდეც პირველი ოფიციალური წინადადება, თუმცა უარი მიიღეს.

40-მილიონიანი წინადადების უარყოფის შემდეგ, ინგლისელებმა ფსონი 5 მილიონით გაზარდეს და ბონუსებიც დაამატეს.

გეტყვით იმასაც, რომ 21 წლის ტომას ლემარის გადაბირების სურვილს “არსენალთან” ერთად “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ტოტენჰემისა” და “ატლეტიკოს” ხელმძღვანელებიც გამოთქვამენ.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 6 ივლისი


მოუ ლუკაკუსთვის 100 მილიონ ფუნტს ამზადებს

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა საკუთარი საბანკო ანგარიშიდან 100 მილიონი ფუნტი გაიტანოს “ევერტონის” ბელგიელი ლიდერის, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერისათვის.

Sportsmail-ის ცნობით, ამ დროისთვის “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთადერთი მეტოქე ლონდონის “ჩელსია”, თუმცა ისინი 100 მილიონის გადახდას არ აპირებენ.


“ატლეტიკო” კოშტას ჩინეთში ანათხოვრებს?

ბრიტანული The Telegraph-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები გუნდში ესპანელი თავდამსხმელის, დიეგო კოშტას დაბრუნებას აპირებენ.

სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო, მადრიდელებს სურთ, რომ კოშტამ დროის გარკვეული ნაწილი ჩინეთში გაატაროს არენდის წესით და ესპანეთს იანვრის თვეში დაუბრუნდეს.


მუნირი ლაკაზეტის შემცვლელად

ესპანური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფრანგული “ლიონი” ალექსანდრე ლაკაზეტის შემცვლელს “ბარსელონას” თავდამსხმელში, მუნირ ელ ჰადადში ხედავს.

მუნირის ტრანსფერით სანკტ-პეტერბურტის “ზენიტია” დაინტერესებული და 15 მილიონსაც სთავაზობს “ბარსას”, მაგრამ თავად ფეხბურთელი რუსეთში გადაბარგების კატეგორიული წინააღმდეგია.


“არსენალი” ლემარის ტრანსფერზე მუშაობს

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები ალექსანდრე ლაკაზეტის გადაბირების შემდეგ, გუნდის გაძლიერებას ტომას ლემარის დამატებითაც გეგმავენ.

უარყოფილი 35-მილიონიანი წინადადების შემდეგ, “მეთოფეებმა” “მონაკოს” ახალი, გაუმჯობესებული შეთავაზება გაუგზავნეს, სადაც ინგლისელები ფრანგებს ბონუსებსაც სთავაზობენ.


“რეალი” “რეალ სოსიედადის” 40-მილიონიანი მცველით ინტერესდება

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები “რეალ სოსიედადის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, ალვარო ოდრიოსოლას ტრანსფერზე მუშაობენ იმ შემთხვევისთვის, თუ მადრიდულ კლუბს დანილო დატოვებს.

როგორც იცით, “ბლანკოსის” დაცვის მარჯვენა ფლანგი დანი კარვახალის წყალობით უსაფრთხო ხელშია, მაგრამ კარვახალსაც სჭირდება შემცვლელი, ახალგაზრდა, 21 წლის ოდრიოსოლას კი ნამდვილად შესწევს ამის ძალა.