ოფიციალურად: ჟორჟინიო ლონდონის “ჩელსიში” ითამაშებს

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლონდონის “ჩელსიმ” ნეაპოლის “ნაპოლის” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ჟორჟინიო ინგლისურ კლუბში ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ლურჯების” გვერდი ავრცელებს.

როგორც ცნობილი გახდა, ბრიტანელებმა ბრაზილიური ფესვების მქონე ფეხბურთელში დაახლოებით 57 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. მან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 26 წლის ნახევარმცველი ხუთნორმიან მაისურს მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ ჟორჟინიო 2010-2014 წლებში “ვერონაში” ასპარეზობდა.  შემდეგი ოთხი წლის მანძილზე ის “ნაპოლიში” გამოდიოდა. დღეიდან კი უკვე “ჩელსის” ღირსებას დაიცავს.

„ნაპოლი“ ახალგაზრდა ნახევარმცველს გამოისყიდის

ცენტრალური ნახევარმცველი ჟორჟინიო „ნაპოლის“ სრულყოფილი მოთამაშე გახდება

როგორც „ტუტოსპორტი“ წერს, ამჟამად 23 წლის ფეხბურთელისთვის „ნაპოლი“ და „ვერონა“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„ნაპოლი“ „ვერონასთან“ მოთამაშის გამოსყიდვას განიხილავს. მისი სატრანსფერო უფლებების მეორე ნაწილის ფასი 4,5 მილიონ ევროს შეადგენს“, – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ჯოაო სანტოსმა.

„სარის ხელმძღვანელობით ჩვენ ახალ ჟორჟინიოს ვიხილავთ. ჩემს კლიენტს საუკეთესო თვისებების ჩვენება სჭურდება. ბენიტესის დროს მას ნაკლები სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა“, – დაამატა მოთამაშის წარმომადგენელმა.

ჟორჟინიო “ნაპოლის” ღირსებას დაიცავს

“ჰელას ვერონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი, ჟორჟე ლუის ფრელო ფრილიო, იგივე ჟორჟინიო ამიერიდან “ნაპოლის” ღირსებას დაიცავს.

ნეაპოლურ კლუბსა და 22 წლის ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2018 წლამდე გაფორმდა.

“ძალიან მიხარია, რომ “ნაპოლის” მაისური მოვირგე. ნეაპოლელებს მართლაც დიდებული გუნდი ჰყავთ. ძალიან მინდა, რომ დებიუტი მალე მქონდეს”, – ამბობს ჟორჟინიო.

შეგახსენებთ, რომ ჟორჟინიო ბრაზილიაში დაბადებული იტალიელი გახლავთ.