Marca-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ხამეს როდრიგესის მადრიდული მომავალი “ბეტისის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, დანი სებალოსის ტრანსფერზეა დამოკიდებული.
როგორც იცით, სებალოსმა 21-წლამდელთა ჩემპიონატზე კარგი ასპარეზობით არაერთი ევროპული გრანდის მოწონება დაიმსახურა, მათ შორის მადრიდის “რეალისაც”.
ესპანელების ცნობით, “ბეტისი” 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს იხდის. ხამესის ტრანსფერისთვის კი მადრიდელები დაახლოებით 70 მილიონ ევროს ითხოვენ.
ხამესმა უკვე აცნობა კლუბის ხელმძღვანელებს თავისი პოზიციის შესახებ – თუ სებალოსი მოვა, კოლუმბიელის წასვლა გარდაუვალი გახდება.