“რეალი” ჯერ არისაბალაგას დაიმატებს, შემდეგ კი ოდრიოსოლას

ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები ზამთარში ბილბაოს “ატლეტიკის” მეკარეს, კეპა არისაბალაგას დამატებას გეგმავენ, ივნისის თვეში კი ალვარო ოდრიოსოლას.

როგორც იცით, ბოლო დროს ფლორენტინო პერესი მაქსიმალურად ცდილობს, გუნდში ესპანელი ფეხბურთელები მოიყვანოს. სწორედ ამიტომაც, ის მზადაა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პირველივე დღეს განახორციელობს 22 წლის ესპანელი მეკარის ტრანსფერი.

რაც შეეხება ოდრიოსოლას, რომელიც ამ დროისთვის “რეალ სოსიედადის” ღირსებას იცავს, მას 10 დღეში 22 წელი უსრულდება და საკმაოდ პერსპექტიულ ფეხბურთელად მოისაზრება.

არისაბალაგას გადაბირება “სამეფო კლუბს” 20 მილიონი ევრო უნდა დაუჯდეს, რაც შეეხება ოდრიოსოლას, მის გამოსასყიდ თანხად კონტრაქტში 40 მილიონი ევროა მითითებული.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 6 ივლისი


მოუ ლუკაკუსთვის 100 მილიონ ფუნტს ამზადებს

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა საკუთარი საბანკო ანგარიშიდან 100 მილიონი ფუნტი გაიტანოს “ევერტონის” ბელგიელი ლიდერის, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერისათვის.

Sportsmail-ის ცნობით, ამ დროისთვის “მანჩესტერ იუნაიტედის” ერთადერთი მეტოქე ლონდონის “ჩელსია”, თუმცა ისინი 100 მილიონის გადახდას არ აპირებენ.


“ატლეტიკო” კოშტას ჩინეთში ანათხოვრებს?

ბრიტანული The Telegraph-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები გუნდში ესპანელი თავდამსხმელის, დიეგო კოშტას დაბრუნებას აპირებენ.

სატრანსფერო დისკვალიფიკაციის გამო, მადრიდელებს სურთ, რომ კოშტამ დროის გარკვეული ნაწილი ჩინეთში გაატაროს არენდის წესით და ესპანეთს იანვრის თვეში დაუბრუნდეს.


მუნირი ლაკაზეტის შემცვლელად

ესპანური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ფრანგული “ლიონი” ალექსანდრე ლაკაზეტის შემცვლელს “ბარსელონას” თავდამსხმელში, მუნირ ელ ჰადადში ხედავს.

მუნირის ტრანსფერით სანკტ-პეტერბურტის “ზენიტია” დაინტერესებული და 15 მილიონსაც სთავაზობს “ბარსას”, მაგრამ თავად ფეხბურთელი რუსეთში გადაბარგების კატეგორიული წინააღმდეგია.


“არსენალი” ლემარის ტრანსფერზე მუშაობს

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები ალექსანდრე ლაკაზეტის გადაბირების შემდეგ, გუნდის გაძლიერებას ტომას ლემარის დამატებითაც გეგმავენ.

უარყოფილი 35-მილიონიანი წინადადების შემდეგ, “მეთოფეებმა” “მონაკოს” ახალი, გაუმჯობესებული შეთავაზება გაუგზავნეს, სადაც ინგლისელები ფრანგებს ბონუსებსაც სთავაზობენ.


“რეალი” “რეალ სოსიედადის” 40-მილიონიანი მცველით ინტერესდება

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები “რეალ სოსიედადის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, ალვარო ოდრიოსოლას ტრანსფერზე მუშაობენ იმ შემთხვევისთვის, თუ მადრიდულ კლუბს დანილო დატოვებს.

როგორც იცით, “ბლანკოსის” დაცვის მარჯვენა ფლანგი დანი კარვახალის წყალობით უსაფრთხო ხელშია, მაგრამ კარვახალსაც სჭირდება შემცვლელი, ახალგაზრდა, 21 წლის ოდრიოსოლას კი ნამდვილად შესწევს ამის ძალა.

“რეალი” “რეალ სოსიედადის” 40-მილიონიანი მცველით ინტერესდება

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები “რეალ სოსიედადის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, ალვარო ოდრიოსოლას ტრანსფერზე მუშაობენ იმ შემთხვევისთვის, თუ მადრიდულ კლუბს დანილო დატოვებს.

როგორც იცით, “ბლანკოსის” დაცვის მარჯვენა ფლანგი დანი კარვახალის წყალობით უსაფრთხო ხელშია, მაგრამ კარვახალსაც სჭირდება შემცვლელი, ახალგაზრდა, 21 წლის ოდრიოსოლას კი ნამდვილად შესწევს ამის ძალა.

რაც შეეხება დანილოს, მისი გადაბირების სურვილს ლონდონის “ჩელსისა” და “იუვენტუსის” უფროსები გამოთქვამენ.

გეტყვით იმასაც, რომ ალვარომ “რეალ სოსიედადთან” ახლახან გაახანგრძლივა კონტრაქტი. ახალ კონტრაქტში კი მის გამოსასყიდ თანხად 40 მილიონი ევროა მითითებული.