მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, უგო სანჩესი ხამეს როდრიგესის ტრანსფერს გამოეხმაურა, რომელიც მომავალი ორი სეზონის მანძილზე “ბაიერნში” იქნება განათხოვრებული.
“ხამესს ზიდანისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ მისი ნდობა ყოველთვის შეიძლებოდა – არამარტო ერთ ან მომდევნო თამაშში, არამედ ყოველთვის.
წარმატების მისაღწევად შესაბამისი ხასიათის, განწყობის ქონაა საჭირო, რაც ხამესს ნამდვილად აკლდა. “რეალში” თამაში თუ გინდა, საქმეში ცოტა უფრო მეტი უნდა ჩადო,” – აცხადებს უგო სანჩესი.
მადრიდელთა ყოფილმა ვარსკვლავმა მორატაზეც ისაუბრა: “რა თქმა უნდა, მას სკამის გათბობას სხვა გუნდში თამაში ურჩევნია, თანაც წინ მსოფლიო ჩემპიონატია, მაგრამ ჯობს თავისი შესაძლებლობები ბრძოლით დაამტკიცოს. ვფიქრობ, მისი გაყიდვა აუცილებელი არ არის.”