ოფიციალურად: სინჯი კაგავამ “ბორუსიასთან” გაახანგრძლივა

დორტმუნდის “ბორუსიას” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას იაპონელ სინჯი კაგავასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე.

როგორც ცნობილი ხდება, გერმანულმა კლუბმა კაგავასთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს “ბორუსია” იაპონიაში, ტურნეზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ კაგავა სწორედ “ბორუსიამ” აღმოაჩინა 2010 წელს და ორი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდ ფეხბურთელად აქცია, რის შემდეგაც ის ორი სეზონით “ოლდ ტრაფორდზე” წავიდა, სადაც არაფერი გამოუვიდა და კვლავ “სიგნალ იდუნა პარკს” დაუბრუნდა.