კრისტიან პანუჩიმ ალბანეთის ნაკრები ჩაიბარა

“ლივორნოს” ყოფილი თავკაცი კრისტიან პანუჩი ალბანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა.

მხარეებს შორის 2,4-წლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა. 44 წლის იტალიელი სპეციალისტი გუნდს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოამზადებს.

კრიტიან პანუჩიმ ალბანეთის ნაკრების თავკაცის პოსტზე თანამემამულე ჯანი დე ბიაზი ჩაანაცვლა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან პანუჩი ფეხბურთელის რანგში “მილანის”, მადრიდის “რეალისა” და “რომას” ღირსებას იცავდა.