ცხადაძის “ქაირათი” ალბანურ გუნდთან დამარცხდა და ევროპის ლიგას გამოეთიშა

დღეს გაიმართა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები.

ქართველი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ალმათის “ქაირათი” სტუმრად ალბანურ “სკენდერბეუს” ეთამაშა. კორჩეში გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში, 50-ე წუთზე ალბანელმა ლილაიმ გამოიჩინა თავი და მასპინძელი კლუბი დააწინაურა. 83-ეზე კი პლაკუმ ორამდე გაზარდა სხვაობა. საბოლოოდ, “სკენდერბეუმ” ანგარიშით, 2-0 იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში ერთი კვირის წინ გამართული დაპირისპირება 1-1 დასრულდა. შესაბამისად, ორი შეხვედრის ჯამში 3-1 და შემდეგ ეტაპზე “სკენდერბეუ” გავიდა.