“ბაიერნმა” რენატუ სანჩეშის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ პრესასთან რენატუ სანჩეშის მომავალზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა აწ უკვე გასული სეზონი “სუონსიში” გაატარა.

რენატუ სანჩეში “ბაიერნში” ბრუნდება. ნიკო კოვაჩი ყველაფერს გააკეთებს, რომ მას ძველი დიდება დაუბრუნოს,” – აცხადებს რუმენიგე ,” – აცხადებს რუმენიგე Münchener Merkur-თან საუბრისას.

“რენატუმ ორი ძალიან რთული სეზონი განვლო. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულმა წარმატებამ მას, ოქროს ბიჭუნას, ყველაფერი გაურთულა.

ის მუდამ უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ თამაშობდა და ჩვენ მისი ყოველთვის გვჯეროდა. ასეა ახლაც,” – განმარტავს რუმენიგე.

კარვალჰალი: “რენატუ სანჩეშს მუნდიალზე თამაშის შანსიც კი არ აქვს”

“სუონსი სიტის” მთავარი მწვრთნელის, კარლოს კარვალჰალის, აზრით, უელსურ კლუბში განათხოვრებულ რენატუ სანჩეშს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსიც კი არ აქვს.

“არამგონია, მას მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებში მოხვედრის რაიმე შანსი მაინც ჰქონდეს. მე მას უკვე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ მსგავსი მოლოდინები არ ჰქონოდა.

მასთან ამ თემაზე საუბარი აუცილებელი იყო, რადგანაც ვარჯიშისას მუდმივად ადრენალინის მოზღვავებას გრძნობს, ფიქრობს, რომ მუნდიალზე თამაშს შეძლებს. ეს ყველაფერი კი ტრავმის მიღების რისკებს ზრდის.

მირჩევნია, ჩემი სათქმელი პირდაპირ ვუთხრა. რენატუ სანჩეშმა ყველაფერს ცივი გონებით უნდა შეხედოს და ძველი ფორმა დაიბრუნოს,” – აცხადებს “სუონსის” დამრიგებელი.

პრემიერ ლიგამ რენატუ სანჩეშს 85-ნომრიანი მაისურის ტარების უფლება არ მისცა

უელსური “სუონსი სიტის” ახალწვეულს, რენატუ სანჩეშს, რომლის ტრანსფერიც ყველასდა გასაკვირად, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს განხორციელდა, პრემიერ ლიგის მესვეურები არც ისე თბილად დახვდნენ.

თავიდანვე ცნობილი იყო, რომ “ბაიერნის” კუთვნილებაში მყოფი პორტუგალიელი ფეხბურთელი “ლივერთი სტედიუმზე” 85-ნომრიან მაისურს მოირგებდა, მაგრამ პრემიერ ლიგის წესების გამო ის იძულებული გახდა, ნომერ 35-ს დასჯერებოდა.

წესების თანახმად, ინგლისის უმაღლეს ჩემპიონატში მოთამაშე გუნდის ფეხბურთელების ნომრები თანმიმდევრულად უნდა იყოს განაწილებული და ერთმანეთისგან დიდად არ უნდა იყოს დაშორებული.

“ბაიერნი” რენატუ სანჩეშს ინგლისურ კლუბში გაანათხოვრებს

პრემიერ ლიგაში მოთამაშე “სუონსი სიტის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან მიუნხენის “ბაიერნის” ახალგაზრდა ვარსკვლავის, რენატუ სანჩეშის გაფორმებასთან. ამ ინფორმაციას Sky Sport Italia ადასტურებს.

როგორც იცით, 20 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი “ალიანს არენაზე” გასულ სეზონში გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც “რეკორდმაისტერმა” “ბენფიკას” 30 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა, თუმცა ძირითადში ადგილის მოპოვება მაინც ვერ მოახერხა.

გეტყვით იმასაც, რომ “სუონსის” ამჟამინდელი თავკაცი, პოლ კლემენტი რენატუ სანჩეშთან “ბაიერნშიც” მუშაობდა და სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ფეხბურთელმა არჩევანი უელსურ კლუბზე გააკეთა.

სანჩეშის არენდით აყვანა “გედებს” 5 მილიონი ევრო დაუჯდებათ, მისი კონტრაქტის გამოსყიდვა კი – 30 მილიონი.

კარლო ანჩელოტიმ რენატუ სანჩეშის მომავალზე ისაუბრა

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ პრესასთან საუბრისას რენატუ სანჩეშის მომავალიც განიხილა.

“რენატუ სანჩეშთან დაკავშირებით ახალი არაფერია. მან სეზონი ჩვენთან ერთად დაიწყო და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “ბაიერნის” ფეხბურთელი იქნება. ჩვენს ბოლო მატჩში მან ძალიან კარგად ითამაშა,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ “რეკორდმაისტერის” პორტუგალიელი შემტევისთვის გასული სეზონი არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა და მას შემდეგ არაერთხელ განაცხადა, რომ კლუბის დატოვება სურდა.