მიუნხენის “ბაიერნმა” წინასასეზონო მზადება გეგმის მიხედვით ნამდვილად არ მიმდინარეობს. კარლო ანჩელოტის გუნდმა “ნაპოლისთანაც” წააგო და აუდის თასის გათამაშება ბოლო, მეოთხე ადგილზე დაასრულა.
“ლივერპულთან” სამბურთიანი სხვაობით განადგურების შემდეგ, “რეკორდმაისტერმა” “ნეაპოლელთაგან” ორი უპასუხო ბურთი მიიღო. გოლების ავტორები კულიბალი (16′) და ჯაკერინი არიან (55′).
“ნაპოლი”: ზეპე; გულამი, კულიბალი, მაქსიმოვიჩი, მაჯო; ჰამშიკი, დიავარა, ზელინსკი; ინსინე, მერტენსი, კალეხონი
მთავარი მწვრთნელი: მაურისიო სარი
“ბაიერნი”: ფრუჰტლი; კიმიხი, სულე (ავუდია 78′), მაი, ფრედლი; რუდი (ფაინი 77′), ვიდალი (ტოლისო 64′); კუმანი, სანჩეში, ტილმანი; ვინტცაიმერი
მთავარი მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი