ბართომეუს კომენტარი “რომასთან” მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში “რომამ” “ბარსელონა”, მოულოდნელად, 3-0 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს კატალონიელთა პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ ესაუბრა.

“ვიცი, ახლა რას განიცდიან ჩვენი ფანები. ვულოცავ “რომას”. ძალიან ცუდი დღეა ჩვენთვის. ის მივიღეთ, რასაც არ ველოდით. მეტოქემ უკეთესად ითამაშა. მათ ყველა ასპექტში გვაჯობეს. ძალიან გვსურდა, ნახევარფინალამდე მიგვეღწია. ბოდიში ყველა “კულეს!” – ამბობს ბართომეუ.

კატალონიური პრესა: “დორტმუნდის “ბორუსიამ” ოსმან დემბელეს ფასი დაასახელა”

სულ ცოტა ხნის წინ კატალონიის “ბარსელონა” ნეიმარმა დატოვა. ბრაზილიელი “პსჟ”-ში რეკორდულ თანხად, 222 მილიონ ევროდ გადავიდა. ამ ტრანსფერის განხორციელების შემდეგ, “ბლაგურნას” მესვეურებმა კიდვე უფრო აქტიურად დაიწყეს 25 წლის შემტევის შემცვლელის ძიება. სასურველ მოთამაშეთა სიაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ოსმან დემბელეა, რომელიც დორტმუნდის “ბორუსიაში” გამოდის.

კატალონიურმა გაზეთმა, Sport-მა დაწერა, რომ უახლოეს წარსულში “ბარსამ” გერმანულ კლუბს ფრანგის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზა. დორტმუნდელებმა ეს წინადადება დაბლოკეს და დემბელეს სანაცვლოდ 100 მილიონი ვერო მოითხოვეს, რომელიც ბონუსებით შესაძლოა, 110 მილონამდე ავიდეს.

აღნიშნული თანხა კატალონიელების ბიუჯეტში რომ არის, ეს ფაქტია. თუმცა, საინტერესოა, რამდენად გაიმეტებს კლუბის პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ამხელა ფულს.

“ნეიმარის ტრანსფერიდან მიღებულ 222 მილიონ ევროს დავაბანდებთ მოთამაშეებსა და აქტივებში. ეს თანხა, მხოლოდ და მხოლოდ, ახალი ფეხბურთელების შეძენაში არ დაიხარჯება. არ შემიძლია თქმა, ვინ მოვა. თუმცა, მე სრულ ნდობას ვუცხადებ სპორტულ დირექტორს, რობერტ ფერნანდესს. ერთადერთი რამ ნათელია: აუცილებლად გავაგრძელებთ ძლიერი სპორტსმენების გუნდში მოყვანას, რათა მოგებათა ერა გაგრძელდეს. ერთ-ერთი ასეთი ნელსონ სემედუა. თუმცა, ამ ზაფხულზე კიდევ გავძლიერდებით,” – აცხადებს ბართომეუ.