გარაი: “ვალენსია “კამპ ნოუზე” გამარჯვებისთვის გავა”

“ვალენსიას” მცველის, ესეკილ გარაის, თქმით, “ღამურები” “კამპ ნოუზე” სამი ქულის მოსაპოვებლად გავლენ. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი 1-1 დასრულდა “მესტალიაზე”.

“ჩვენი მიზანი “კამპ ნოუზე” გამარჯვების მოპოვებაა, მოედანზე ამ მიზნით გავალთ, როგორც ყოველთვის.

ამბობენ, რომ შუა კვირაში განცდილი მარცხი მათზე უარყოფითად იმოქმედებს და შაბათს გასამართ მატჩში ცუდ ფორმაში მყოფნი დაგვიპირისპირდებიან. რასაკვირველია, ასეთი რთული მატჩები უკვალოდ არ ქრება.

ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და ამისთვის ყველა შესაძლო სიტუაცია, პრივილეგია უნდა გამოვიყენოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ვიცით, თუ რა შეუძლია “ბარსელონას”, რომელიც ბრწყინვალე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული.

მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გვინდა თამაში, რასთანაც ძალიან ახლოს ვართ. გვინდა ფანებს სიამოვნება მივანიჭოთ და შინ სამი ქულით დავბრუნდეთ,” – აცხადებს გარაი.

“ვალენსიას” ფანები ესეკილ გარაის სტვენის თანხლებით შეეგებნენ (ვიდეო)

ლა ლიგის 2017/18 წლების სეზონის დაწყებამდე, 11 აგვისტოს “ვალენსიამ” საკუთარი გუნდი გულშემატკივრებს წარუდგინა.

წარდგენილთა შორის იყო “ღამურების” კუთვნილებაში მყოფი 30 წლის არგენტინელი მცველი, ესეკილ გარაი, რომელიც გავრცელებული ცნობების მიხედვით, “მესტალიას” დატოვებას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო, “ვალენსიას” ფანები კლუბის მიერ 25 მილიონ ევროდ შეფასებულ ფეხბურთელს სტვენის თანხლებით შეხვდნენ. გარაის ტრანსფერთან ყველაზე ახლოს მოსკოვის “სპარტაკია”.