როცა ფეხბურთელი სამართლიანი თამაშის წესებს არ იცავს

რამდენიმე დღის წინ, სირიისა და კორეის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, საკმაოდ უცნაური რამ მოხდა.

სირიელმა ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის კარში გოლი მაშინ გაიტანა, როცა მისი თანაგუნდელი კორეელებს ბურთს უბრუნებდა.

სირიელების ამაზრზენი საქციელი (ვიდეო)

კვირას აზიის თასის ორი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა 22 წლამდე გუნდებს შორის. ჩემპიონატს ომანი მასპინძლობს.

სამხრეთ კორეის  და სირიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში არასპორტული საქციელის საკმაოდ ცუდი ფაქტი დაფიქსირდა.

უკანასკნელ წუთებზე, როდესაც სირია 2-0 მარცხდებოდა, კორეელებმა ბურთი მოედნის ფარგლებს მიღმა გადააგდეს, რათა ტრავმირებული სირიელი მოთამაშისათვის ექიმებს დახმარება გაეწიათ.

ამის შემდეგ, დაუწერელი საფეხბურთო კანონის თანახმად, სირიელებს ბურთი კორეელებისთვის უნდა დაებრუნებინათ, თუმცა..