შოკი: გერმანია მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა! (ვიდეო)

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში სამხრეთ კორეა გერმანიას დაუპირისპირდა.

მთელი შეხვედრის მანძილზე ევროპელები უპირატესობას ფლობდნენ ბურთის ფლობის მხრივ, თუმცა ვერ ქმნიდნენ საგოლე მომენტებს. საბოლოოდ, მატჩის ბედი ორმა გატანილმა გოლმა გადაწყვიტა: ჯერ მეორე ნახევრის მეორე დამატებით წუთზე კიმ იანგ-გვონმა შეაგდო, ხოლო ოთხ წუთში ჰეუნგ-მინ სონმა შეაგდო. საბოლოოდ, 2-0 აზიელთა სასარგებლოდ. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩენილიყო.

იოახიმ ლიოვის შეგირდებმა სამი ქულით ბოლო ადგილი დაიკავეს ჯგუფში. ხოლო, სამხრეთ კორეას ასევე სამი ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილზე გავიდა. მერვედფინალში ასპარეზობის უფლება შვედეთმა და მექსიკამ მოიპოვეს: პირველმა მეორეს ანგარიშით, 3:0 მოუგო.

 

შვედეთმა კორესი რესპუბლიკას მინიმალური სხვაობით სძლია (ვიდეო)

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე, F ჯგუფში, “ნიჟნი ნოვგოროდ სტადიონზე” ერთმანეთს შვედეთი და კორეის რესპუბლიკა დაუპირისპირდნენ.

მატჩი ევროპელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლის ავტორი ანდრეას გრანკვისტი გახდა. “კრასნოდარის” მცველმა 65-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მოახერხა გატანა. საბოლოოდ, 1-0 სკანდინავიელთა სასარგებლოდ.

ამ გამარჯვების შემდეგ შვედეთს სამი ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ხოლო, კორეის რესპუბლიკა ნული ქულით ბოლოა.

 

კორეა: “შედეგით უკმაყოფილოები არ ვართ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში მერსესაიდის “ლივერპულმა” ანდალუსიის “სევილია” მიიღო. მატჩი, ანგარიშით, 2-2 დასრულდა.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს ერთ-ერთი გოლის ავტორი, “სევილიას” მოთამაშე, ხოაკინ კორეა ესაუბრა.

“შედეგით უმაყოფილოები არ ვართ. მატჩში დავბრუნდით და ქულის მოპოვება მოვახერხეთ. “ლივერპული” უმაღლესი დონის გუნდია, რომელსაც უსწრაფესი მოთამაშები ჰყავს. თუ ამას გავითვალისწინებთ, “ენფილდზე” დაფიქსირებული ეს შედეგი ცუდი არ უნდა იყოს. ლუისი (მურიელი, ავტ.) დამატებით დროში გამარჯვების გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო. სამწუხაროა, რომ მან ეს ვერ მოახერხა.”

“მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს. მერსესაიდელები მღეროდნენ You never walk alone და ჩვენმა ფანებმაც დაამტკიცეს, რომ არასდროს გვტოვებენ მარტო,” – აცხადებს კორეა.

 

კორეელებმა პენალტი ანრი-პირესის სტილში შეასრულეს (ვიდეო)

კორეის ჩემპიონატის ერთ-ერთი ტურის შეხვედრაში, ფეხბურთელებმა პენალტი ორიგინალურად შეასრულეს.

კოსტა რიკელი ფეხბურთელის შესანიშნავი გოლი სამხრეთ კორეელთა კარში

14 ოქტომბერს, სამხრეთ კორეასა და კოსტა რიკას შორის გამართულ მატჩში სელსო ბორხესმა მეტოქეს ეგექტური გოლი გაუტანა.

“ბარსელონას” კორეელმა მესიმ მალაიზიას შესანიშნავი გოლი გაუტანა

კატალონიის “ბარსელონას” 16 წლის მოთამაშემ სეუნგ-ვო ლიმ ასიის 16-წლამდე ჩემპიონატზე ულამაზესი გოლი გაიტანა. ფეხბურთელმა, რომელსაც “კორეელ მესის” უწოდებენ, მალაიზიის ნაკრებთან გაიბრწყინა.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული კორეა გახდა

კორეულ ტელევიზიაში გასული სიუჟეტის თანახმად 2014 წლის მუნდიალი ჩრდილოეთ კორეის ნაკრებმა მოიგო.

შეგახსენებთ, ადრე კორეული წყაროები იტყობინებოდნენ, რომ მათი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იაპონიის, (7:0), აშშ-ს (4:0) და ჩინეთის (2:0) ძლევის შედეგად მერვედფინალში გავიდა, სადაც პორტუგალიის ნაკრებს შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა.

კორეული წყარო იტყობინება, რომ აზიურმა ნაკრებმა მეოთხედფინალში დაძაბულ ბრძოლაში გერმანიის ნაკრებს მოუგო (2:1), ხოლო  ნახევარფინალში –  სამხრეთ კორეას (3:0).

ფინალში კორეელები მასპინძლებს, ბრაზილიელებს, დაუპირისპირდნენ და გამანადგურებელი ანგარიში 8-1 დააფიქსირეს.

იან ვერტონგენმა ბურთი “არსენალის” გულშემატკივარს გაარტყა

მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგიისა და კორეის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ბელგიელმა იან ვერტონგენმა, რომელიც “ტოტენჰემის” ღირსებას იცავს, კარის მიმართულებით არაზუსტად დაარტყა.

პრევიუ: კორეა – ბელგია

შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კორეელებს ჯგუფის ლიდერის დამარცხება სჭირდებათ.

ორი ტურის შემდეგ კორეელები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 1/8-ფინალში გასასვლელად აზიელებს ბელგიის დიდი ანგარიშით დამარცხება მართებთ.

მარკ ვილმოტსი გუნდის ლიდერების დასვენებას აპირებს. სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებენ ალდერვეირელდი და ვიტსელი. სავარაუდოდ ბელგიელთა დამრიგებელი ვერმალენსაც გაუფრთხილდება. შეტევაში ლუკაკუს ნაცვლად დივოკ ორიჯის გამოჩენას ელიან.

აღნიშნული გადაადგილებები კორეელების შანსს მცირედით ზრდის. აზიელები ბოლო ტურის შეხვედრას ფაქტობრივად უდანაკარგოდ ხვდებიან.

კორეა – ბელგია

სავარაუდო შემადგენლობები:

კორეა: ჩონ სონ რენი – ლი იო, ხონ ენ ხო, კიმ ენ გვონი, იუნ სოკ იონი – ლი ჩხონ ენი, ჰან კუკ ენი – კი სონ ენი, პარკ ჩუ ენი, კუ ჩა ჩხოლი – სონ ხინ მინი. 

ბელგია: კურტუა – ვენდერ ბორე, ვან ბუიტენი, ლომბერტსი, ვერტონგენი – დემბელე, დეფური – მირალიასი, დე ბრეინე, აზარი – ორიჯი.

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Korea_Belgium_GEO_2

კორეის რესპუბლიკა — ალჟირი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კორეის რესპუბლიკისა და ალჟირის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა აფრიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ალჟირელი თავდამსხმელი ისლამ სლიმანი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა და მოგვიანებით ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.

სლიმანმა მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 26 გადაცემა და კარში 4-ჯერ დაარტყა.

 

ალჟირმა კორეა დაამარცხა

უხვგოლიანი აღმოჩნდა H ჯგუფში გამართული მეორე მატცი კორეის და ალჟირის ნაკრებებს შორის.

ალჟირელებმა პირველ ტაიმში შედეგიანი 12-წუთიანი მონაკვეთი ჩაატარეს და დიდი უპირატესობა მოიპოვეს. 26-ე წუთზე ანგარიში სლიმანიმ გახსნა. ორამდე აფრიკელთა უპირატესობა 2 წუთში ჰალიჩემ გაზარდა. 38-ზე კი ჯაბუმ კორეელთა კარში მესამე გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში ჰეუნ მინ-სომ სხვაობა 50-ე წუთზე შეამცირა. თუმცა, 62-ე წუთზე ბრაჰიმიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა აზიელთა კარში.

დარჩენილ დროში კორეელებამ კიდევ ერთხელ მოახერხეს სხვაობის შემცირება. 72-ე წუთზე ია-ჩეოლ კოომ საბოლოო ანგარიში, 2-4 დააფიქსირა.

პრევიუ: კორეა – ალჟირი

ჯგუფიდან გასვლის შანსი ორივე გუნდს გამარჯვების შემთხვევაში ექნება. 

კორეელებმა პირველ ტურში საკმაოდ ნორმალური თამაში აჩვენეს. მწვრთნელი რუსებთან მატჩის შემდეგ საკუთარი გუნდი შეაქო, თუმცა შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს მაინც უნდა ველოდოთ და სავარაუდოდ ძირითადად შეტევის ხაზში.

ალჟირმა ბელგიასთან კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა და დაცვაში ფაქტობრივად უშეცდომო იყო. აღნიშნულ შეხვედრაში თადარიგში დარჩა ალჟირელთა ამ ფორმაციის ნაკრების მთავარი ბომბარდირი სლიმანი, რომელსაც დღეს ძირითადში უნდა ველოდოთ.

კორეა – ალჟირი

სავარაუდო შემადგენლობები:

კორეა: ჩონ სონ რენი – ლი იონი, კიმ ენ გვონი, ხონ ენ ხო, იუნ სოკ იონი – კი სონ ენი, ხან კუნ ენი – ლი ჩხონ ენი, კუ ჩა ჩხოლი, სონ ხინ სინი – ლი კინ ხო. 

ალჟირი: მბოლი – მოსტეფა, ბუგერა, ალიში, გულამი – მეჯანი, ტაიდერი, ბენტალები – ფეგული, მარეზი – სლიმანი. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Korea_Algeria_GEO