სოფიან ფეგული “ვესტ ჰემიდან” წავიდა

თურქული “გალათასარაის” ხელმძღვანელები ოფიციალურად ადასტურებენ “ვესტ ჰემის” კუთვნილებაში მყოფი სოფიან ფეგულის ტრანსფერს. ტრანსფერის ფასად კი 4.25 მილიონი ევრო სახელდება.

როგორც იცით, ფეგული “ჩაქუჩების” რიგებში გასულ სეზონში ჩაირიცხა. ის ლონდონში “ვალენსიადან” გადაბარგდა და სლავენ ბილიჩთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ასე რომ, ფეგულიმ თურქულ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და მათი რიგით მეშვიდე შენაძენი გახდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.

სავარაუდოდ, ფეგულის ვილიამ კარვალიო შეცვლის, რომლის სანაცვლოდაც ინგლისელები რეკორდული თანხის, 30 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.