რომანიოლი სრული დატვირთვით ვარჯიშობს

“მილანის” ფანებისთვის შესანიშნავი სიახლე ვრცელდება. გუნდის ცენტრარულმა მცველმა, ალესიო რომანიოლმ ტრავმა მოირჩინა და დღეს სრული დატვირთვით პირველად ივარჯიშა.

22 წლის უკანახაზელი მთელი ზაფხულის მანძილზე ტრავმირებული იყო. მას მუხლის ტრავმა აწუხებდა და მინდორზე წინა კვირაში გამოჩნდა. დღეს იგი თანაგუნდელებთან ერთად გაისარჯა.

“რომანიოლიმ ტრავმა სრულად მოირჩნა და დღეს მოთამაშეებთან ერთად ივარჯიშა,” – ნათქვამია “მილანის” განცხადებაში.