“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “ლესტერ სიტისთან” მოგებული მატჩის (2:0) შემდეგ გუნდის ფორმასა და მომავალზე გააკეთა კომენტარი.
“კარგი მატჩი ჩავატარეთ. მათი “ლურჯი კედელი” შექების ღირსია, ისინი საკმაოდ კარგად იყვნენ ორგანიზებულნი, თავს მშვენივრად იცავდნენ, ამიტომაც იყო ანგარიში 0-0 პირველ ტაიმში.
“ლესტერი” საშინაო არენაზე გასულ წელსაც დავამარცხეთ, თუმცა ამან ვერ გვიშველა, რადგანაც ბევრი ფრე დაგვიგროვდა. განსხვავება კლასშია.
ცხრა ქულა სამი მატჩიდან? ახალი არაფერია, გასულ წელსაც იგივე შედეგი გვქონდა. მთავარი ისაა, რომ გუნდი კარგად თამაშობს. ერთი სიტყვით რომ მომთხოვოთ მისი აღწერა, სოლიდურს გამოვიყენებდი,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.