არ წყდება ხმები ფილიპე კოუნტინიოს კატალონიის “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლაზე. გუნდის მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი კი ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს, რომ ფეხბურთელებმა მისი კლუბი დატოვონ.
“შეგიძლიათ, ერთი წუთითაც კი იმაზე დაფიქრდეთ, ვარ თუ არა “ბარსელონას” პრობლემებით დაინტერესებული?”
“არასდროს ვისაუბრებ იმაზე, რაც ჩემს ფეხბურთელებთან მაქვს ნალაპარაკები. თუმცა, ვთვლი, რომ ნებისმიერი მათგანი დიდ კლუბში თამაშობს და მათ არანაირი დისკომფორტი არ უნდა აწუხებდეთ. ჩვენ ასაკის მხრივაც შესანიშნავი გუნდი გვყავს. “ლიევრპულში” თამაშობენ ახალგაზრდა ბიჭები, ასევე არიან გამოციდლი მოთამაშეები – ეს იდეალურ ნაზავს ქმნის და წარმატების მიღწევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.”
“ვიცი, რომ გულშემატკივრები ჩვენგან ბევრს ელიან. მათ ახსოვთ, რა გავაკეთეთ შარშანდელ სეზონში. სწორედ ამიტომ, მათი იმედები კიდევ უფრო უნდა გავამართლოთ,” – აცხადებს იურგენი.