კოუტინიომ თანაგუნდელებთან ერთად პირველად ივარჯიშა

ფილიპე კოუტინიოს ბარძაყის ტრავმა აქვს. ის, ჯერჯერობით, ახალ გუნდში, “ბარსელონაში” სადებიუტო მატჩის ჩატარებას ვერ ახერხებს. თუმცა, ბრაზილიელმა გუშინ პირველად ივარჯიშა სრული დატვირთვით. მან საწვრთნელ პროცესში თანაგუნდელებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

გეტყვით, რომ 25 წლის მოთამაშეს რვა იანვარს უწინასწარმეტყვლეს, რომ ოც დღეში დაურბუნდებოდა მოედანს. შესაბამისად, ის დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეოცე ტურის მატჩში, “რეალ ბეტისის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. თუმცა, შესაძლოა მან მონაწილეობა მიიღოს ხუთშაბათს კოპა დელ რეის დაპირისპირებაში, “ესპანიოლის” წინააღმდეგ.

რაც შეეხებათ სხვა ტრავმირებულებს, მათი სია ასეთია: ანდრეს ინიესტა, ხავიერ მასკერანო, უსმან დემბელე.

კარიკატურა: “ბარსამ” “ლივერპული” კიდევ ერთხელ გაძარცვა

გუშინ ოფციალურად დადასტურდა, რომ მერსესაიდის “ლივერპულის” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ფილიპე კოუტინიო კარიერას კატალონიის “ბარსელონაში” გააგრძელებს. ესპანელებმა ბრაზილიელში 142 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

“ბარსამ” ინგლისური გუნდიდან აქამდე ისეთი ვარსკვლავები იყიდა, როგორებიც ლუის სუარესი და ხავიერ მასკერანოა. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ კარიკატურას.

 

ვალვერდე: “კოუნტინიო კარგი მოთამაშეა, თუმცა ჩემი ფეხბურთელები უფრო მომწონს”

დღეს კატალონიის “ბარსელონა” კოპა დელ რეის მერვედფინალში ვიგოს ესტუმრება და “სელტას” დაუპრისპირდება.

მნიშვნელოვანი მატჩის წინ, “ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ პრესკონფერენცია გამართა.

“კოუნტინიო ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა ის სხვა კლუბს ეკუთვნის. ბრაზილიელი მომწონს, თუმცა ჩემი ბიჭების მიმართ უფრო დიდი სიმპათია მაქვს. არ ვიცი, რა იქნება მომავალში. უსმან დემბელეს ყოლით ბედნერი ვარ. იმედია, ის სასარგებლო ფეხბურთელი გამოდგება. ფრანგმა სწორედ მაშინ მიიღო ტრავმა, როცა გუნდთან ადაპტაციას ცდილობდა. ვნახოთ, თუ შელძებს ის ჩვენს დახმარებას. ახლა იგი სათამაშოდ მზადაა.”

“სელტას” წინააღმდეგ უკვე ვითამაშეთ და ვიცით, როგორ წარვმართოთ მატჩი. მათ თავიანთ მოედანზე ვერკინებით. ნუ დაგვავიწყდება, რომ “ბალაიდოსის” ბინადრები საკმაოდ აგრესიულები არიან. ეს იქნება შეხვედრა ორ კარგ გუნდს შორის. მათ დიდ პატივს ვცემთ. “სელტა” ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდი იყო იმ კლუბებს შორის, რომელთაც ფრე ვეთამაშეთ. ახლა პროგრესირდნენ, მწვრთნელიც შეიცვალეს და გაცილებით უფრო საშიშნი არიან,” – ამბობს ვალვერდე.

კლოპი კოუნტინიოს საგაზე: “ჩვენ არ ვცხოვრობთ ორუელის სამყაროში, სადაც ყველა ყველაფერს უცებ გებულობს”

კატალონიის “ბარსელონამ” არაერთი სარფიანი შეთავაზება გაუკეთა მერსესაიდის “ლივერპულს” ფილიპე კოუნტინიოს თაობაზე, თუმცა ბრიტანელებმა ყველა წინადადება დაბლოკეს – სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ბრაზილიელიც ინგლისურ კლუბშიდ არჩა.

იურგენ კლოპმა თავის ფეხბურთელზე ისაუბრა.

“ნუ დაუჯერებთ იმას, რასაც პრესაში წერენ. ჩვენ არ ვცხოვრობთ ორუელის სამყაროში, სადაც მთელმა მსოფლიომ, ამბის მოხდენისთანავე, ყველაფერი იცის. თუ მივიღებთ ფეხბურთელის გაყიდვაზე შემოთავაზებას, ამაზე შიდა სამზარეულოში გვიწევს დაფიქრება. კოუნტინიოს ტრანსფერზე კი ძალინ ბევრი არასწორი რამ დაიწერა, რაზეც ჩვენც არ გქვონდა წარმოდგენა.”

“დორტმუნდში სხვანაირად იყო: სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში, ფეხბურთელს, უმეტესწილად, ვუშვებდით. აქ კი გვინდა, ლიდერი შევინარჩუნოთ. ამიტომ ამ ორ სიტუაციას ერთმანეთს ვერ შევადარებ. კოუნტიონიო, წესით, მომავალ ტურში უნდა დაბრუნდეს. ის ჩვენთვის უმნიშვენლოვანესია,” – აცხადებს კლოპი.

“ბარსას” საფეხბურთო დირექტორი: “ჩვენ კიდევ ერთის, თუ შესაძლებელი იქნება, ორი მოთამაშის დამატება გვინდა”

კატალონიის “ბარსელონამ” სულ ცოტა ხნის წინ დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელი, უსმან დემბელე დაიმატა. “ბლაგურნას” სპორტული დირექტორი, რობერტ ფერნანდესი აცხადებს, რომ ისინი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გაჩერებას არ აპირებენ და კიდევ უნდათ კლუბის გაძლიერება.

“ჩვენ ერთი ფეხბურთელის ყიდვაზე ვმუშაობთ. თუ შანსი გვექნება, ორსაც აუცილებლად მოვიყვანთ. ზუსატდ ვიცით, რა გვინდა. თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი დროის ფაქტორია – ბოლო მომენტამდე მოგვიწევს დალოდება.”

“კოუნტინიო? ნამდვილად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ბრაზილიელის თაობაზე და იმედი მაქვს, სულ მალე ფილიპეს წარვადგენთ, როგორც კლუბის ახალ წევრს. გარდა ამისა, ჩვენ სხვა სპორტსმენების ტრანსფერებზეც ვმუშაობთ, თუმცა ახლა დეტალებს ნამდვილად არ შევეხები.”

“ასევე, გეტყვით, რომ ჟან-მიკაელ სერის დამატებას კატეგორიულად გამოვრიცხავთ. გავაანალიზეთ რა ყველაფერი, ვარჩიეთ, რომ სვხა პოზიციები გავაძლიეროთ,” – აცხადებს ფერნანდესი.

იურგენ კლოპი: ”შეგიძლიათ, ერთი წუთით დაფიქრდეთ იმაზე, ვარ თუ არა “ბარსელონას” პრობლემებით დაინტერესებული?”

არ წყდება ხმები ფილიპე კოუნტინიოს კატალონიის “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლაზე. გუნდის მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი კი ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს, რომ ფეხბურთელებმა მისი კლუბი დატოვონ.

“შეგიძლიათ, ერთი წუთითაც კი იმაზე დაფიქრდეთ, ვარ თუ არა “ბარსელონას” პრობლემებით დაინტერესებული?”

“არასდროს ვისაუბრებ იმაზე, რაც ჩემს ფეხბურთელებთან მაქვს ნალაპარაკები. თუმცა, ვთვლი, რომ ნებისმიერი მათგანი დიდ კლუბში თამაშობს და მათ არანაირი დისკომფორტი არ უნდა აწუხებდეთ. ჩვენ ასაკის მხრივაც შესანიშნავი გუნდი გვყავს. “ლიევრპულში” თამაშობენ ახალგაზრდა ბიჭები, ასევე არიან გამოციდლი მოთამაშეები – ეს იდეალურ ნაზავს ქმნის და წარმატების მიღწევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.”

“ვიცი, რომ  გულშემატკივრები ჩვენგან ბევრს ელიან. მათ ახსოვთ, რა გავაკეთეთ შარშანდელ სეზონში. სწორედ ამიტომ, მათი იმედები კიდევ უფრო უნდა გავამართლოთ,” – აცხადებს იურგენი.

 

კლოპის პასუხი “ბარსელონას”: “ჩვენ არ წარმოვადგენთ კლუბს, რომელიც ვარსკვლავებს ყიდის”

კატალონიის “ბარსელონა” ნეიმარმა 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა. ამის შემდეგ “ბლაგურნას” მესვეურები “პსჟ”-ში გადასული ფეხბურთელის შემცვლელის ძიებაში არიან. ერთ-ერთი რეალიური ვარიანტი მერსესაიდის “ლივერპულის” მოთამაშე, ფილიპე კოუნტინიოა. მის სანაცვლოდ “ბარსამ” ინგლისელებს 80 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მეორე წინადადება 85 მილიონსა და პლუს 15 მილიონს (ბონუსებით) შეეხებოდა. სულ ცოტა ხნის წინ, “ლივერპულმა” ეს შეთავაზებაც დაბლოკა.

დღეს ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კოუნტინიოს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

“ლივერპული” არაა ის კლუბი, რომელიც ვარსკვლავებს ყიდის. შესაბამისად, რაც “ბარსელონამ” ბოლოს შემოგვთავაზა, არც ეს გვაინტერესებს. თუ ფინანსური თვალსაზრისით განვიხილავთ, ჩვენ არანაირ ფასად არ გვსურს, ფილიპე სხვაგან გავუშვათ. მთავარი მიზანია, რაც შეიძლება, ძლიერი გუნდი გვყავდეს. ამისთვის საჭიროა, შევინარჩუნოთ უკვე არსებული და დავიმატოთ ახალი ფეხბურთელები,” – აცხადებს გერმანელი.

კარაგერი: “კოუნტინიო აუცილებლად წავა “ბარსელონაში”

კატალონიის “ბარსელონამ” ნეიმარი “პსჟ”-ში ასტრონომიულ თანხად, 222 მილიონ ევროდ გაყიდა. ლოგიკურია, რომ ესპანელები ბრაზილიელის შემცვლელს ეძებენ და ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად ფილიპე კოუნტიონიოს განიხილავენ.

მერსესაიდის “ლივერპულის” ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა აღნიშნულ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

“არ ვფიქრობ, რომ მას ახლა “ბარსელონაში” წასვლა სურს. თუმცა, ვიცი, ეს აუცილებლად მოუნდება. როცა შემოთავაზება აქვს, ვის არ მოესურვება კატალონიურ გრანდში თამაში?”

“დარწმუნებული ვარ, ამ ზაფხულში თუ არა, ერთი წლის მერე კოუნტინიო “ბარსელონაში” წავა. მის ამ მოქმედებაში არასწორი არაფერი იქნება. ეს ფეხბურთია და ასეთი რაღაცები ხდება,” – აცხადებს კარაგერი.

“ბარსელონა” შესაძლოა, იოზილის ტრანსფერზე გადაერთოს

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელის, ნეიმარის მომავალი ჰაერშია. არავინ იცის, როგორ განვითარდება ბრაზილიელის გარშემო მიმდინარე მოვლენები. “ბლაგურნას” ხელმძღვანელობაც თავს იზღვევს და აქტიურად ეძებს 25 წლის ვარსკვლავის შემცვლელს. ერთ-ერთი ასეთი “ლივერპულის” ფეხბურთელი, ფილიპე კოუნტინიოა.

როგორც Don Balon-ი იუწყება, მერსესაიდელთა მოთამაშის ვერშეძენის შემთხვევაში, “ბარსა” მესუთ იოზილის ტრანსფერზე გადაერთვება. გერმანელს ლონდონის “არსენალთან”, კონტრაქტის თანახმად, მხოლოდ ერთი სეზონიღა აკავშირებს. შესაბამისად, სწორედ ახლაა იმის შანსი, რომ მესუთი ყველაზე იაფად გაიყიდოს. ესპანელებს თურქული ფესვების მქონე სპორტსმენის შეძენა 60 მილიონ ევროდ სურთ. ტრანსფერის შანსს ისიც ზრდის, რომ “ბარსას” მესვეურებს წარსულშიც სურდათ იოზილის შეძენა, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.

კოუნტინიო: “ბარსელონაში” გადასვლის თემა დახურულია!”

დიდი ხანია, “ლივერპულის” ლიდერს, ფილიპე კოუნტინიოს “ბარსელონას” უკავშირებენ. ამ შესაძლო ტრანსფერზე თავად მოთამაშემ ისაუბრა.

“ეს თემა დახურულია! მე “ლივერპულთან” კონტრაქტი მაკავშირებს და მასთან ერთად წარმატების მიღწევა მწყურია! ეს კონტრაქტი დიდხნიანია, ის ხომ მცირე დროის წინ გავაფორმე.”

“ახლა აწმყოზე, შესაბამისად, ეროვნულ ნაკრებზე ვარ ორიენტირებული. ყველა ფიქრი ბრაზილიას უკავშირდება,” – აცხადებს ფილიპე.

ჯერარდი: “კოუნტინიო მაგიურია”

მიმდინარე სატარნსფერო ფანრჯარაზე აქტიურად იწერებოდა “ლივერპულის” ლიდერის, ფილიპე კოუნტინიოს გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით. მას “ბარსელონას” უკავშირებდნენ, თუმცა, ბრაზილიელმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

მერსესაიდელთა ლეგენდამ, სტივენ ჟერარდმა 24 წლის ფეხბურთელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“მის გვერდით მითამაშია. ასევე, ვარჯიშებზე კოუნტინიოს მოწინააღმდეგე გუნდშიც ვყოფილვარ. ის ფენომენალური, მაგიური ფეხბურთელია. ბრაზილიელს საოცარი შესაძლებლობები აქვს.”

“მოხარული ვარ, რომ ფილიპე ჩვენთან დარჩა. დარწმუნებული ვარ, ის გუნდის სამომავლო წარმატებებში გადამწყვეტ როლს შეასრულებს,” – განაცხადა ჯერარდმა.

კარიკატურა: რატომ უნდა კოუნტინიოს კლოპის სათვალის გატეხვა? (ფოტო)

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა წარსულში იხუმრა, კრისტიან ბენტეკე იმიტომ გაუშვა გუნდიდან, რომ ბელგიელმა მას სათვალე გაუტეხა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხმები ფილიპე კოუნტინიოს “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა, კლოპი მას ადვილად არ შეელევა.

ომარ მომანის აზრით, იურგენი ბრაზილიელს მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუშვებს კატალონიურ გრანდში.