საქართველოს 20-წლამდე ნაკრები ბაქოში გაემგზავრა

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები დღეს დილით ბაქოში გაემგზავრა, სადაც ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს აზერბაიჯანის 20-წლამდე ნაკრებთან. შეხვედრა 16 მაისს გაიმართება.

ვასილ მაისურაძემ შეკრებაზე 20 ფეხბურთელი მიიწვია. შეგახსენებთ, რომ ქართველმა 20-წლამდელებმა ბოლოს ალბანეთის ნაკრებთან ჩაატარეს ამხანაგური მატჩი და 3:0 დაამარცხეს მეტოქე.

მეკარეები: ლევან ისიანი (გაგრა), ნიკა ქავთარაძე (ვიტ ჯორჯია);

მცველები: ცოტნე ფაცაცია (მერანი), ნიკოლოზ ყურშავიშვილი (ცხინვალი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ანდრია ფურცელაძე (საბურთალო), იური ტაბატაძე (საბურთალო), ფირუზ გაბიტაშვილი (დინამო თბ), ზაურ კერელეიშვილი (დილა);

ნახევარმცველები: ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ბექა დარცმელია (დინამო თბ), გაბრიელ საღრიშვილი (სამგურალი), ლუკა ფოჩხუა (საბურთალო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ლაშა ლეჟავა (სიონი);

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (ლოკომოტივი), დავით მუჯირი (ანტალიასპორი, თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (გაგრა), მიხეილ ერგემლიძე (დინამო თბ).

20-წლამდე ნაკრებმა პირველი შეკრება დაასრულა

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა პირველი შეკრება დაასრულა. ვასილ მაისურაძემ 20 ფეხბურთელი შეარჩია და ვარჯიშის გარდა, “საბურთალოსთან” ამხანაგური მატჩიც (2:3) გამართა. ნაკრებიდან გოლებით თემურ ჩოგაძე და გიორგი გოგილაშვილი გამოირჩნენ.

20-წლამდელთა შემადგენლობა ასეთი იყო: ქავთარაძე (ისიანი 46), კიკალიშვილი (კერელეიშვილი 64), ხუბაშვილი, ფიფია (ბულუხაძე 46), ლაკვეხელიანი (ნადირაძე 75), ბაკურაძე (ბარაბაძე 46), ნიკოლაშვილი (მალაზონია 75), კვანტალიანი, ვარძელაშვილი (საღრიშვილი 46), ჩოგაძე (ლეჟავა 46), გოგილაშვილი (მუზაშვილი 46).

20-წლამდე ნაკრების პირველი შეკრება

30 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით პირველ შეკრებას ჩაატარებს საქართველოს 20-წლამდე ნაკრები. ვასილ მაისურაძემ ახალგაზრდული ნაკრებისთვის საინტერესო ფეხბურთელები შეკრიბა და ვარჯიშის გარდა, ერთ ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებს. 3 სექტემბერს საქართველოს 20-წლამდე ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „საბურთალოს“ გაეჯიბრება.

ვასილ მაისურაძემ პირველ შეკრებაზე ეს ფეხბურთელები მიიწვია:

მეკარეები: ნიკა ქავთარაძე (ვიტ ჯორჯია), ლევან ისიანი (გაგრა);

მცველები: ნიკა ყურშავიშვილი (ცხინვალი), თომა ხუბაშვილი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო), დავით კიკალიშვილი (დინამო თბილისი), ბექა ნიკოლაშვილი (საბურთალო);

ნახევარმცველები: ლუკა ბაკურაძე (საბურთალო), ლუკა ვარძელაშვილი (ლოკომოტივი), ნიკა კვანტალიანი (დინამო ბათუმი), თორნიკე დაგარგულია (შუქურა), გაბრიელ საღრიშვილი (ტორპედო), თემურ ჩოგაძე (დინამო ბათუმი), ერეკლე მალაზონია (შუქურა), საბა ნადირაძე (ცხინვალი);

თავდამსხმელები: ლაშა ლეჟავა (ცხინვალი), გიორგი გოგილაშვილი (შუქურა), ზაურ კერელეიშვილი (დილა), გიორგი მუზაშვილი (ცხინვალი).

Gff.Ge