U21: საქართველოს ფრე დანიასთან შეხვედრაში

დღეს ევროპის 2019 წლის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის მატჩები შედგა. გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” ერთმანეთს საქართველო და დანია დაუპირისპირდა.

ანგარიში 31-ე წუთზე ხარაიშვილმა მარგველაშვილის პასის შემდეგ გახსნა ანგარიში. თუმცა, 43-ეზე სკოვმა გაათანაბრა. მეორე ნახევარში გუნდებმა ისევ თითო-თითო გოლი გაცვალეს. ჯერ მიქელთაძემ 62-ეზე ისევ წინ გაიყვანა საქართველო, ხოლო 75-ეზე ნისსენმა გაათანაბრა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, 2-2 დასრულდა.

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს 8 ქულა დაუგროვდა და მესამე პოზიციაზეა. დანია 13 ქულით პირველია.

 

U19: საქართველომ ალბანეთს სძლია

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროშესარჩევისთვის მზადების ფარგლებში მეორე ამხანაგური მატჩი გამართა სტუმრად ალბანეთთან და 1:0 დაამარცხა მეტოქე.

გიორგი ყიფიანის გუნდი მეორე ტაიმში დაწინაურდა. 50-ე წუთზე ლევან ხარაბაძის დარტყმული ალბანელ ფეხბურთელს მოხვდა და კარში შევარდა. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს კიდევ ჰქონდა რამდენიმე მომენტი, თუმცა ვერც მასპინძლებმა და ვერც სტუმრებმა გოლის გატანა ვეღარ შეძლეს. ბოლო წუთებზე კი ალბანელებს უხეშობისთვის კაციც გაუძევეს.

გიორგი ყიფიანმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა: კერესელიძე, ტაბატაძე, ასათიანი, ფურცელაძე, ხარაბაძე, ანდრონიკაშვილი, დარცმელია, ქოჩორაშვილი, ზარიძე, კუხიანიძე, ერგემლიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ნ. ნინუა, ოზბეთელაშვილი, ა. ნინუა, მალი, თოლორდავა, ქავთარაძე.

 

Gff.Ge