დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვერდები გაიმართა.
ვენაში, “ერნსტ ჰაპელზე” ავსტრიის ნაკრებმა საქართველოს ეროვნული მიიღო. ჩვენმა ბიჭებმა ანგარიში თამაშის დაწყებიდან მალევე გახსნეს – მერვე წუთზე ვაკო გვილიამ შესანიშნავი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა ერთი მეტოქე და მეკარსგან მარცხენა კუთხეში შეაგდო ბურთი.
პირველი ტაიმის ბოლო ეტაპზე, 43-ე წუთზე ლუის შაუბმა ანგარიში გაათანაბრა. მეორე ნახევარში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
საბოლოოდ, 1-1.
ამ ფრის შემდეგ საქართველოს ხუთი ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. ავსტრია 9 ქულით მეოთხეზეა.
ავსტრია: ლინდნერი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, არნაუტოვიჩი, ალაბა, ჰარნიკი, ბაუერი, ბაუმგარტლინგერი, გრილიტში, კაინცი, დანსო.
საქართველო: მაკარიძე, კაშია, კვერკველია, ნავალოვსკი, კაკაბაძე, კანკავა, ყაზაიშვილი, ანანიძე, გვილია, კვეკვესკირი, ქვილითაია.