ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის თქმით “პსჟ”-მ კატალონიის “ბარსელონას” უკვე ყოფილ ფეხბურთელში, ნეიმარში 222 მილიონი ევროს გადახდით Uefa-ს წესები დაარღვია. ტებასი ამბობს, რომ შესაბამისმა ორგანომ ტრანსფერი უნდა გამოიძიოს და სიმართლეს ფარდა ახადოს.
“ნეიმარი მაშინ გამოვიჭირეთ, როცა ის აუზში შარდავდა. დიახ, კონკრეტულად, ნეიმარი აუზის გადმოსახტომ დაფაზე იდგა და წყალში შარდავდა! ეს ფეხბურთელი და პარიზული კლუბის მესვეურები მთელს სატრანსფერო სისტემას დასცინიან.”
“აუცილებელია, თვალები გავახილოთ და გამოძიება დავიწყოთ. უეფამ საფინანსო სამართლის წესები შეადგინა. ვთვლით, რომ სწორედ ეს ნორმები დაირღვა!” – აცხადებს ლა ლიგის პრეზიდენტი.