“რეალი”: “ლევანტესთან” მატჩისთვის მოსამზადებელ ვარჯიშზე ნავასი და კაზემირო არ გამოჩენილან

დასრულდა სანაკრებო ბატალიები და მადრიდის “რეალს” ფეხბურთელები უბრუნდებიან.

დღეს “ბლანკოსმა” კვირის რიგით მეოთხე ვარჯიში გამართა, თუმცა, აღნიშნულ სესიაზე არ იმყოფებიდნენ ბრაზილიის ნაკრების საყრდენი, კაზემირო და კოსტა-რიკელი გოლკიპერი, კეილორ ნავასი. ამის მიზეზი კი ის დაზიანებებია, რომლებიც მათ აღენიშნებათ. შესაბამისად, კაზიმროსა დ კეილორის თამაში შაბათს, “ლევანტესთან” გასამართ (15:00 საათი, თბილისის დროით) შეხვედრაში, საკითხავია.

საეჭვოა რაფაელ ვარანის ასპარეზობა, რომელმაც პრიმერა დივიზიონის მეორე ტურში, “ვალენსიას” წინააღმდეგ მიიღო ტრავმა.

სამაგიეროდ, მზად ყოფნაში არიან ვალეხო და ნაჩო, რომელთაც დაცვის ხაზის გამაგრება შეუძლიათ. კლუბს დაუბრუნდა სერხიო რამოსიც. ასევე, თავის შანსს ელოდება ახალაგზრდა მარკოს ლორენტე, რომელიც ძირითად შემადგენლობაში კაზემიროს ნაცვლად შესაძლოა, შაბათს მოგვევლინოს.