ლა ლიგის პრეზიდენტმა რონალდუს “რეალიდან” წასვლის მიზეზი დაასახელა

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდუს მადრიდის “რეალიდან” წასვლა ესპანეთის სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკას უკავშირდება.

“რონალდუს წასვლა სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკას უკავშირდება. იტალიაში არსებული ახალი რეგულაციების შედეგად, ის ამ ქვეყანაში უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე – ესპანეთში. “რეალი” რთულ სიტუაციაში ჩავარდა. ცხადია, მისი წასვლას სხვა ბევრი მიზეზიც აქვს, მაგრამ საგადასახადო სისტემა ნამდვილად დიდი პრობლემაა”, – უთხრა ტებასმა “მუნდო დეპორტივოს”.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს გადასახადების დამალვის გამო ესპანეთში პრობლემა რამდენჯერმე შეექმნა, ის ერთხელ სასამართლოს წინაშეც წარსდგა.

ლა ლიგის პრეზიდენტი: “თუ “ბარსას” არ უნდა, “რეალს” საპატიო კორიდორი გაუკეთოს, მაშინ…”

მადრიდის “რეალი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია. აღნიშნული თასის მოგების შემდეგ, “ბლანკოსი” პირველ შეხვედრას კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგ 23 დეკემბერს გამართავს. ბევრი თვლის, რომ ამ დაპირისპირების დაწყებამდე “ბლაგურნამ” “თეთრებს” საპატიო კორიდორი უნდა მოუწყოს. “ბარსას” რამდენიმე მოთამაშემ ამაზე უკვე განაცხადა უარი.

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი თვლის, რომ თუ გუნდს არ სურს საპატიო კორიდორის გაკეთება, ამას მას ვერავინ დააძალებს.

“თუ კლუბს არ აქვს სურვილი, საპტიო კორიდორი მოუწყოს მეტოქეს, მან ეს არ უნდა გააკეთოს. “ბარსელონას” გადაწყვეტილება ასეთია და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს იმას, მოსწონს თუ არა ეს ხალხს. არ ვფიქრობ, ეს ასე მნიშნელოვანი იყოს. თუნდაც, აპლოდისმენტები…”

“საგულისხმოა, რომ როცა გუნდები ერთი და იმავე ტურნირზე მონაწილეობენ, მაშინ უკეთებს ერთი მათგანი მეორეს საპატიო კორიდორს. ეს ასეთი შემთხვევა არაა,” – აცხადებს ტებასი.

ლა ლიგის პრეზიდენტი: “ნეიმარი მაშინ გამოვიჭირეთ, როცა აუზში შარდავდა”

ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის თქმით “პსჟ”-მ კატალონიის “ბარსელონას” უკვე ყოფილ ფეხბურთელში, ნეიმარში 222 მილიონი ევროს გადახდით Uefa-ს წესები დაარღვია. ტებასი ამბობს, რომ შესაბამისმა ორგანომ ტრანსფერი უნდა გამოიძიოს და სიმართლეს ფარდა ახადოს.

“ნეიმარი მაშინ გამოვიჭირეთ, როცა ის აუზში შარდავდა. დიახ, კონკრეტულად, ნეიმარი აუზის გადმოსახტომ დაფაზე იდგა და წყალში შარდავდა! ეს ფეხბურთელი და პარიზული კლუბის მესვეურები მთელს სატრანსფერო სისტემას დასცინიან.”

“აუცილებელია, თვალები გავახილოთ და გამოძიება დავიწყოთ. უეფამ საფინანსო სამართლის წესები შეადგინა. ვთვლით, რომ სწორედ ეს ნორმები დაირღვა!” – აცხადებს ლა ლიგის პრეზიდენტი.